მიხეილ გრიგორიანი
მიხეილ კარაპეტის ძე გრიგორიანი (დ. 2 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე სომეხი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984).
1965 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში მსახიობად, შემდეგ დამდგმელ რეჟისორად და მთავარ რეჟისორად. ძირითადი დადგმებია: ნ. ზარიანის „მშვენიერი არა“, ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან“, გ. სუნდუკიანის „ხათაბალა“, ა. შირვანზადეს „ავი სული“, ვ. ჰიუგოს „ანჟელო“, ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, ნ. მაკიაველის „მანდრაგორა“, ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“, ევრიპიდეს „მედეა“ და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 160.