მიხეილ გერსევანოვი

(გადამისამართდა გვერდიდან მიხეილ გარსევანიშვილი)

მიხეილ გარსევანიშვილი (გარსევანოვი) (დ. 6 აპრილი, 1830, ნიკოპოლი — გ. 16 მაისი, 1907, სანქტ-პეტერბურგი) — ინჟინერი.

მიხეილ გარსევანოვი დაიბადა 1830 წლის 6 აპრილს ხარკოვის გუბერნიის სოფელ ნიკოპოლში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1845 წელს კი ჩაირიცხა პეტერბურგის მთავარ სამხედრო–საინჟინრო სასწავლებელში. 1849 წელს მიხეილმა სწავლა დაასრულა საველე ინჟინერ–პრაპორშჩიკის ჩინით, მაგრამ როგორც გამორჩეული კურსდამთავრებული იგი კიდევ ორი წლით დატოვეს სასწავლებელში და 1851 წელს მიანიჭეს სამხედრო ინჟინერ–პორუჩიკის წოდება. მიხეილ გარსევანოვის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია მიმოსვლის გზების ინჟინერთა ინსტიტუტის პერიოდული ორგანოს დაარსება. 1899 წელს გამოცემული ინსტიტუტის შრომათა კრებული მეცნიერის საინჟინრო, სამეცნიერო–პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50–ე წლისთავს მიეძღვნა.

მიხეილ გარსევანოვი გარდაიცვალა 1907 წლის 16 მაისს სანქტ–პეტერბურგში. დაკრძალულია ხელოვნების მოღვაწეთა ნეკროპლში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება