მიხეილ ალექსის ძე ბითაძე (დ. 20 აგვისტო [ ძვ. სტ. 7 აგვისტო], 1903, ქ. ხაშური ― გ. 9 დეკემბერი, 1983, ქ. კოლომნა, მოსკოვის ოლქი) — ქართველი მშენებელი ინჟინერი, ნაგებობათა ფუძე-საძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი.

ბიოგრაფია რედაქტირება

მიხეილ ალექსის ძე ბითაძე დაიბადა 1903 წლის 20 აგვისტოს ქ. ხაშურში. საშუალო განათლება მიიღო ხაშურის გიმნაზიაში. 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის სამშენებლო-საპროექტო გზატკეცილების სამმართველოში (1936). თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში (1937). 1935-იდან მუშაობს ქ. ნორილსკში. მონაწილეობდა მუდმივად გაყინულ გრუნტებზე მკაცრ კლიმატურ პირობებში ნაგებობათა საძირკვლების რაციონალური კონსტრუქციების დამუშავებისა და დანერგვაში (ლენინური პრემია (1966), დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება