მიხეილ ადამია
მიხეილ ადამია (დ. 1923, ეკი — გ. 1993) — ქართველი ინჟინერი, თანამდებობის პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის დაუსწრებელი საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკისა და დაგეგმარების სპეციალობით.
1951-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სისტემაში მშენებელ ოსტატად, ნორმადარად, სამუშაო მწარმოებლად. 1958-1959 წლებში №10076 სამხედრო ნაწილში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1960-1964 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენის“ სამშენებლო სამმართველო „ბიჭვინთმშენის“ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილების უფროსად. 1965-1968 წლებში საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში მომარაგების განყოფილების უფროსად, სამრეწველო საწარმოთა კომბინატის საამქროს უფროსად. 1969-1971 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ „ბიჭვინთმშენის“ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამმართველოს უფროსად. 1971-1977 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №16 სამშენებლო ტრესტ „კურორტმშენის“ (ყოფილი „ბიჭვინთმშენი“) საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად. 1977-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს „ბზიფის“ ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის (ყოფილი №16 სამშენებლო ტრესტი „კურორტმშენი“) საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად. 1983-1989 წლებში გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტროს ულიანოვსკის სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველო „ოტდელსპეცსტროი“-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1989 წლიდან გადავიდა დამსახურებულ პენსიაზე. სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ გაგრის რეგიონში, კულტურულ-საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისა და მსხვილი საკურორტო კომპლექსების მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სტაბილური უზრუნველყოფის საქმეში, ასევე „იის-04“ სერიის უნიფიცირებული, მაღლივი, კარკასული, ანაკრები რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოების ქარხნული ტექნოლოგიის ათვისების საქმეში. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია = Encyclopedia of georgian architects and builders = Энциклопедия архитекторов и строителей Грузии, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 37-38