დავით აღმაშენებლის გამზირი

(გადამისამართდა გვერდიდან მიხეილის გამზირი)

დავით აღმაშენებლის გამზირიგამზირი თბილისში. თავდაპირველად ეწოდებოდა მიხეილის გამზირი, კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის (ნიკოლოზ I-ის შვილი) პატივსაცემად (გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს დღემდე შემორჩა სახელი „მიხაილოვი“). 1918 წელს დაერქვა პლეხანოვის გამზირი რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს სახელი შერჩა საბჭოთა მმართველობის პერიოდში, ხოლო 1990 წელს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა.

დავით აღმაშენებლის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები მიხეილის გამზირი, პლეხანოვის გამზირი

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009 წლის ბოლოს დაიწყო. გეგმის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისტორიულმა ქუჩამ აქტიური სავაჭრო და კულტურული გამზირის ფუნქცია შეიძინა. [1] 2011 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირი გახსნეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება