ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიხაია შობეკი (ინგლ. Michaiah Shobek; დ. 1954 – გ. 19 ოქტომბერი, 1976) — ამერიკელი სერიული მკვლელი, ცნობილი როგორც „ლუციფერის ანგელოზების მკვლელი“, რომელმაც 1973 წლის 5 დეკემბრიდან 1974 წლის 26 იანვრამდე ბაჰამის კუნძულებზე მოკლა სამი ამერიკელი ტურისტი.[1][2] 1974 წელს იგი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.[3][4]

მიხაია შობეკი
სერიული მკვლელი
ნამდვილი სახელი მიხაია შობეკი
დაბ. თარიღი 1954
დაბ. ადგილი ბაჰამა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 19 ოქტომბერი, 1976
გარდაცვალების ადგილი ნასაუ
გარდაცვალების მიზეზი ჩამოხრჩობა
მეტსახელი "The Angels of Lucifer Killer"
დაპატიმრების თარიღი 18 დეკემბერი, 2019
განაჩენი სიკვდილით დასჯა
მსხვერპლის რაოდენობა 3+
მკვლელობის მეთოდი დანით მკვლელობა
მკვლელობების არეალი ბაჰამა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხაია შობეკი დაიბადა ჯეიმს მაიკლ შოფნერის სახელით მილუოკიში და გაიზარდა დედასთან, ხუანიტა სპენსერთან, რომელიც მილუოკის სკოლაში დასუფთავების მუშად მუშაობდა. იგი არ იცნობდა თავის მამას. როდესაც იგი 2 წლის იყო მას დაემართა ვირუსული დაავადება, რამაც გამოიწვია ტვინის მუდმივი დაზიანება.[1] ზრდასრულ ასაკში მან დაიწყო ხელოსნად მუშაობა და ოცნებობდა, ერთ დღეს სიმღერების ავტორი გამხდარიყო.[5] 1973 წლის ნოემბერში 17 წლის შობეკი გადავიდა ბაჰამის კუნძულებზე და იქ შეცვალა თავისი სახელი მიხაია შობეკად.[6]

მკვლელობები

რედაქტირება

1973 წლის 5 დეკემბერს შობეკმა მოკლა თავისი პირველი მსხვერპლი, 50 წლის პოლ ვ. ჰოუელი, რომელიც იყო ადვოკატი მასილონიდან, ოჰაიო და მონაწილეობდა კონფერენციაში. ოთხშაბათის საღამოს ჰოუელი თავის სასტუმროს ოთახში იმყოფებოდა, როდესაც კარზე დააკაკუნეს. კარების გაღებისთანავე მას გულსა და ყელში ჩაარტყეს დანა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია დაეჭვდა, რომ ჰოუელი შეიძლება ყოფილიყო ქურდების მოულოდნელად თავდასხმის მსხვერპლი და ამ თეორიაზე კონცენტრირდნენ. ჰოუელის ცხედარი 9 დეკემბერს, იმავე თვის კვირა დღეს, მის სამშობლოში, ოჰაიოში, დაკრძალვისთვის გაგზავნეს.[6]

1974 წლის 18 იანვარს შობეკმა მოკლა თავისი მეორე მსხვერპლი 44 წლის ირვინ ბერნსტეინი, ბუღალტერი ოუშენ სითიდან, ნიუ-ჯერსი. ბერნსტეინი ნასაუში ჩავიდა მაიამიდან Air Bahamas-ის თვითმფრინავით, ხოლო მეორე დღეს შობეკმა შენიშნა იგი და მგზავრობა შესთავაზა. მან ბერნსტეინი აეროპორტიდან წაიყვანა და ესაუბრა სექსუალური მიღწევების გაყალბებით, რათა მამაკაცს ყურადღება არ მიექცია იმისთვის, რომ ისინი სასტუმროში არ მიდიოდნენ.[6]

როდესაც შობეკმა გააჩერა მანქანა და ამოიღო დანა, ბერნსტეინმა კარი გააღო და გაქცევას შეეცადა, მაგრამ იგი დაიჭირა და მოკლა. მისი ცხედარი, იმავე დღეს იამაკროს სანაპიროზე იპოვეს სოფლის თევზჭერის სამინისტროს თანამშრომელმა. მას ეცვა მხოლოდ წინდები და ფეხსაცმელი და ჰქონდა დანით მიყენებული მრავალი ჭრილობა. შობეკის კალამი და მზის სათვალეები იპოვეს ბერნსტეინის ცხედართან ახლოს. შავ ჩანთაში, რომელიც იპოვეს შვიდი მილის დაშორებით პარადაის კუნძულზე, იყო ბერნსტეინის რამდენიმე დოკუმენტი და მისი მკვლელის მართვის მოწმობა. როდესაც შობეკი დააკავეს მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ მას ეჭირა ბერნსტეინის კალამი.[6]

1974 წლის 26 იანვარს შობეკმა მოკლა თავისი ბოლო მსხვერპლი 17 წლის სტუდენტი ქეითი სმიტი, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე იმყოფებოდა სხვა მოლაშქრე სტუდენტებთან ერთად დეტროიტიდან. მკვლელობის წინა დღით, ის ნახეს შობეკთან ერთად სეირნობის დროს, ხოლო მომდევნო დღეს მისი ცხედარი იპოვეს არხში, მუყაოს ყუთში.[6]

დაპატიმრება, სასამართლო პროცესი და დაკავება

რედაქტირება

შობეკი, რომელიც 19 წლის იყო, დაიჭირეს იმის შემდეგ, რაც ქეით სმიტი მოკლა. პარალერულად ბანკის ძარცვის გამოძიების გამო, 1974 წლის 18 თებერვალს დაგეგმილი წინასწარი სხდომა შეწყდა.[6]

ბაჰამებმა გადაწყვიტეს სამი განაჩენის ნაცვლად ერთი მკვლელობის სასამართლო პროცესი ჩაეტარებინათ, რადგან პროკურატურას, მხოლოდ ერთი, პირველი ხარისხის მკვლელობის განაჩენი სჭირდებოდა, რათა სამუდამოდ დაეპატიმრებინათ სერიული მკვლელი. შობეკი და მისი ადვოკატი აცხადებდნენ, რომ იგი იყო გიჟი და ჰქონდა შემცირებული გონებრივი უნარი, მან თქვა რომ მან ისინი მოკლა ღვთის ბრძანებით. შემდგომში შობეკმა აღიარა სხვა მკვლელობებიც, განაცხადა, რომ ისინი იყვნენ „ლუციფერის ანგელოზები“. შობეკი დამნაშავედ მიიჩნიეს ბერნსტეინის მკვლელობაში და მისი განაჩენი გახდა გარდაუვალი სიკვდილით დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მისი ჩამოხრჩობა 8 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მას განუსაზღვრელი ვადით პატიმრობა მიესაჯა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ იყო მიწოდებული.[1][2]

სამედიცინო გამოკვლევის დროს, ხელისუფლებამ შეიტყო, რომ შობეკი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მოგზაურობდა აშშ-სა და ბაჰამის კუნძულებს შორის. მოკლა თუ არა სხვა ადამიანები ამ პერიოდში მან, უცნობია.[6]

შობეკის აღსრულების თარიღი გადაიდო 1976 წლის 19 ოქტომბრამდე, როცა ის ფოქს-ჰილის ციხეში უნდა დაესაჯათ.[2] ჩამოხრჩობის წინა დღეს, ადვოკატმა, რომელიც შობეკის დედის სახელით მუშაობდა, მიმართა მაშინდელ პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს, რომ ბოლო წუთს მიემართა შობეკისთვის, მაგრამ მისი თხოვნა უარყო პრეზიდენტის დამხმარემ. მიხაია შობეკი ჩამოახრჩვეს და მისი სიკვდილი მოგვიანებით დაადასტურა გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ადინგტონ დარლვილმა. იგი იყო პირველი ამერიკელი, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე ჩამოახრჩვეს ბოლო 15 წლის განმავლობაში.[5]

  1. 1.0 1.1 1.2 American's Hanging in Bahamas Put Off. Associated Press (7 October 1975).
  2. 2.0 2.1 2.2 Bahamas to Execute an American Today for Murder of 3 Tourists. Associated Press (19 October 1976).
  3. „Shobek“. The Courier-News. 1976-10-19. p. 4. ციტირების თარიღი: 2022-01-18.
  4. Bahamianologist, The. (2018-02-27) Bahamas Serial Killers (part 2): The "Angels of Lucifer" Killer 1974 · Bahamianology en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-30
  5. 5.0 5.1 American hanged. Central Michigan Life (20 October 1976).
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Bahamas Serial Killers (part 2): The "Angels of Lucifer" Killer 1974. Bahamianology.com (27 February 2018).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიხაია_შობეკი“-დან