მიშელ-გაბრიელ პაკარი

მიშელ-გაბრიელ პაკარი (ფრანგ. Michel Paccard; დ. 1757 — გ. 1827) — ფრანგი[1] ექიმი და ალპინისტი, სარდინიის სამეფოს მოქალაქე. დაიბადა შამონში, ნოტარიუსის ოჯახში. ქალაქებს ტურინსა და პარიზში შეისწავლა მედიცინა. დიდ ინტერესს იჩენდა ბოტანიკისა და მინერალების მიმართ. 1786 წელს შვეიცარიელ ალპინისტთან ჟაკ ბალმასთან ერთად ასვლა განახორციელა ალპების უმაღლეს მწვერვალ — მონბლანზე (4807 მ), რითაც მოგვიანებით ალპინიზმს ჩაეყარა საფუძველი. მოგვიანებით პაკარმა ცოლად ჟაკ ბალმას და შეირთო და გახდა მოსამართლე.[2]

მიშელ-გაბრიელ პაკარი
  1. სტატიიდან "ალპინიზმი"; ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 324.
  2. Milner, C. Douglas (1955). Mont Blanc and the Aiguilles. London: Robert Hale Limited, გვ. 28.