მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისათვის (ფილმი)

მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისათვის (ინგლ. Miss Peregrine's Home for Peculiar Children) — 2016 წლის ფანტასტიკური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რენსომ რიგზის 2011 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. ფილმის რეჟისორია ტიმ ბარტონი, ხოლო სცენარის ავტორი - ჯეინ გოლდმანი. მთავარ როლებს ასრულებენ ევა გრინი, ასა ბატერფილდი, კრის ო'დაუდი, ელისონ ჯენი, რუპერტ ევერეტი, ტერენს სტემპი, ელა პერნელი, ჯუდი დენჩი და სემუელ ლ. ჯექსონი. პრემიერა შედგა ოსტინში, ტეხასში. ფილმის ოფიციალური ბიუჯეტია $110 მილიონი, ხოლო მოგება - $296 მილიონი.

„მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისათვის“
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ტიმ ბარტონი
გამოსვლის თარიღი 25 სექტემბერი, 2016
ხანგრძლივობა 127 წუთი
ენა ინგლისური

სიუჟეტი მიუყვება ამერიკელი თინეიჯერის, ჯეიკ პორტმანის, თავგადასავალს. ბაბუის იდუმალებით მოცული დაღუპვის შემდეგ იგი ამ საქმის გამოძიებას გადაწყვეტს, რისთვისაც ჯეიკი ბრიტანეთის ერთ-ერთ კუნძულს ესტუმრება. აქ მას იპოვნიან განსაკუთრებული ძალების მქონე ობოლი ბავშვები. ჯეიკი მალევე აღმოაჩენს, რომ თავადაც ერთ-ერთი მათგანია და ერთვება ბრძოლაში, რათა ისინი დაღუპვისაგან იხსნას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება