მისკეს პროვინცია
მისკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. მდებარეობს ბოლივიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კორდილიერას შორის, ზღვის დონიდან 2.730 მეტრზე. მისი ფართობი 2 730 კმ² -ია. სამხრეთ დასავლეთით ესაზღვრება პოტოსის დეპარტამენტს.
პროვინცია | |
---|---|
მისკეს პროვინცია Provincia de Mizque | |
ქვეყანა | ბოლივია |
კოორდინატები | 18°00′00″ ს. გ. 66°00′00″ დ. გ. / 18.00000° ს. გ. 66.00000° დ. გ. |
ფართობი | 2 730 კმ² |
მოსახლეობა | 41 062 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 13.3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
2005 წლის მონაცემებით, მისკეს მოსახლეობა 41 062 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი კეჩუას ხალხია.
პროვინციის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ძირითადი კულტურებია კარტოფილი და სიმინდი. საშუალო წლიური ტემპერატურა 16 - 18 °C -ს შეადგენს.
მისკეს პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 10 კანტონად იყოფა. დედაქალაქია მისკე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Map of Mizque Province დაარქივებული 2009-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Education: Statistical Data of Mizque Municipality
- Education: Statistical Data of Vila Vila Municipality
- Education: Statistical Data of Alalay Municipality
- Mizque and Campero Province დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.