მიროლდა (ფრანგ. Gouffre Mirolda) — კარსტული მღვიმე საფრანგეთში, ზემო სავოიის დეპარტამენტში. მდებარეობს სავოიის ალპებში, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია კირქვებში. მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კარსტული მღვიმე. სიღრმე 1733 მ.[1] სიგრძე დაახლოებით 13 000 მ. მომცრო ჭებთან ერთად წარმოქმნის სუსტად განტოტებულ გაწყლოვანებული გალერეებისა და მეანდრების სხვადასხვა დონის სისტემას.[2] 1990 წლისათვის მღვიმის სიღრმე შეადგენდა 1221 მ-ს.[3] 1998 წლის იანვარში დაფიქსირდა ახალი სიღრმე — 1610 მ, რითაც 8 მ-ით გადააჭარბა მეზობლად მდებარე ჟან-ბერნარის მღვიმეს და გახდა პლანეტის უღრმესი მღვიმე. 1998 წლის აგვისტოში მსოფლიოს უღრმესი მღვიმე გახდა ლამპრეხტსოფენი 1632 მ სიღრმით. 2001 წელს მიროლდა მე-3 ადგილზე გადაანაცვლა კრუბერის გამოქვაბულმა, რომლის სიღრმე იმ დროისათვის 1710 მ უდრიდა. 2003 წლის იანვარში სპელეოლოგების მიერ მღვიმის ფსკერზე არსებული რთული სიფონის დაძლევის შემდეგ, მიროლდა კვლავ გახდა მსოფლიოს უღრმესი მღვიმე 1733 მ-ით,[4] თუმცა ერთი წლის შემდეგ პირველობა კვლავ დაუთმო კრუბერის გამოქვაბულს. მიროლდა საერთაშორისო ექსპედიციების ობიექტია.

მიროლდა
კოორდინატები: 46°05′21″ ჩ. გ. 6°46′15″ ა. გ. / 46.08917° ჩ. გ. 6.77083° ა. გ. / 46.08917; 6.77083
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტერიტორიული ერთეული ზემო სავოია
აბსოლუტური სიმაღლე 1880 მ
სიგრძე 13 000 მ
სიღრმე 1733 მ
სირთულის კატეგორია 5B
ამგებელი ქანები კირქვა
მიროლდა — საფრანგეთი
მიროლდა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება