ჟან-ბერნარი (ფრანგ. Gouffre Jean-Bernard) — კარსტული უფსკრული საფრანგეთში, ზემო სავოიაში. მდებარეობს სავოიის ალპებში. მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი და საფრანგეთის სიღრმით მე-2 მღვიმე (−1602 მ).[1] 1979-1998 წლებში ჰქონდა პლანეტის უღრმესი მღვიმის სტატუსი. პირველი შესასვლელი მღვიმურ სისტემაში აღმოაჩინა ჯგუფ „ვულკანის“ ორმა სპელეოლოგმა ჟან დიუპონმა და ბერნარ რაფიმ 1959 წელს. 1963 წელს ისინი ტრაგიგულად დაიღუპნენ გულე-დე-ფუზუბიეს მღვიმის კვლევის დროს, ხოლო ჟან-ბერნარმა სახელი მიიღო მღვიმის პირველაღმომჩენების პატივსაცემად. 1975 წელს სხვა მღვიმეებთან შეერთების შედეგად მღვიმური სისტემის სიღრმემ 1208 მ მიაღწია,[2] ხოლო 1976 წელს — 1290 მ.[3]. 1979 წელს ჟან-ბერნარმა მოიპოვა მსოფლიოს უღრმესი მღვიმის სტატუსი, რომლის ნიშნულმა შეადგინა −1358 მ.[4] 1981 წელს მღვიმის სიღრმე უდრიდა 1455 მ. 1983 წელს დაძლეულ იქნა 1,5 კმ-იანი ნიშნული. 1989 წელს C-37 მღვიმესთან შეერთების შედეგად მღვიმის ნიშნულმა −1602 მ-ს მიაღწია. მასთან დაკავშირებულია ლეგენდები და მითები.

ჟან-ბერნარი
Gouffre Jean-Bernard
ჟან-ბერნარი
ჟან-ბერნარი
კოორდინატები: 46°06′17″ ჩ. გ. 06°47′40″ ა. გ. / 46.10472° ჩ. გ. 6.79444° ა. გ. / 46.10472; 6.79444
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტერიტორიული ერთეული ზემო სავოია
სიგრძე 20 536 მ
სიღრმე 1602 მ
აღმოჩენის წელი 1959
შესასვლელთა რაოდენობა 13
სირთულის კატეგორია 5B
ამგებელი ქანები კირქვა
ჟან-ბერნარი — საფრანგეთი
ჟან-ბერნარი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება