მირიამ ფერგიუსონი

მირიამ ამანდა უოლეს ფერტგიუსონი (ინგლ. Miriam Amanda Wallace Ferguson; დ. 13 ივნისი, 1875, ბელის ოლქი, ტეხასი — გ. 25 ივნისი 1961, ოსტინი, ტეხასი) — ამერიკელი ქალი პოლიტიკოსი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. ტეხასის შტატის 29-ე და 32-ე გუბერნატორი შესაბამისად 1925-1927 და 1933-1935 წლებში.

მირიამ ფერგიუსონი
Miriam Ferguson
მირიამ ფერგიუსონი Miriam Ferguson
ტეხასის 32-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი, 1933 – 15 იანვარი, 1935
წინამორბედიროს სტერლინგი
მემკვიდრეჯეიმზ ოლრედი

ტეხასის 29-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 1925 – 17 იანვარი, 1927
წინამორბედიპეტ მორის ნეფი
მემკვიდრედენ მუდი

დაბადებული13 ივნისი, 1875
ტეხასი, აშშ
გარდაცვლილი25 ივნისი, 1961
ოსტინი, ტეხასი, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეჯეიმზ ედუარდ ფერგიუსონი
განათლებამარდი ჰარდი-ბეილორის უნივერსიტეტი

მისი მეუღლე ჯეიმზ ედუარდ ფერგიუსონი ასევე იყო ტეხასის გუბერნატორი 1915-1917 წლებში. მირიამ ფერგიუსონი არის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მეორე ქალი, რომელსაც ეკავა გუბერნატორის თანამდებობა. მანამდე პირველი იყო ნელი ტეილო როსი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა 15 დღით ადრე ვაიომინგში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირიამ ფერგიუსონი დაიბადა 1875 წლის 13 ივნისს ტეხასის შტატის ბელის ოლქში, მისი დაბადების სახელი იყო მირიამ ამანდა უოლესი. მამამისია ჯოზეფ ლეპსლი უოლესი, ხოლო დედა — ელიზა უოლესი, გათხოვებამდე გარისონი. მათ ოჯახში იზრდებოდა ექვსი შვილი, ხოლო მირიამი იყო სამ დას შორის ყველაზე უფროსი.

ამანდა სწავლობდა სალადოს კოლეჯში, ხოლო შემდეგ ბეილორის ქალთა კოლეჯში. 1899 წლის 31 დეკემბერს, 24 წლის ასაკში იგი ცოლად გაყვა იურისტ ჯეიმზ ედუარდ ფერგიუსონს. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ტეხასის შტატის ქალაქ ბელტონში და მათ შეეძნათ ორი გოგო უიდა უოლესი და რუბი დორესი. 1907 წელს ისინი საცხოვრებლად ტემპლში გადავიდნენ, სადაც ჯეიმზ ფერგიუსონი გახდა Temple State Bank-ის პრეზიდენტი.

1914 წელს ჯეიმზ ფერგიუსონმა მონაწილეობა მიიღი ტეხასის გუბერნატორის არჩევნებში და გაიმარჯვა. ამ თვალსაზრისით მირიამი ტეხასის პირველი ლედი გახდა. იგი ძირითადად სახლის საქმეებით დაკავდა, მისი ჰობი იყო ბაღში მუშაობა. 1916 წელს მისი მეუღლე ხელახლა აირჩიეს ტეხასის გუბერნატორად, მაგრამ 1917 წელს იგი იმპიჩმენტით გადააყენეს და ციხეში გამოკეტეს.

ამ მომენტიდან იწყება მირიამის პოლიტიკური კარიერა. 7 წლის განმავლობაში იგი და მისი მეუღლე იბრძოდნენ იმისათვის, რომ არჩეული თანამდებობების დაკავების შეზღუდვა, რომელიც ჯეიმზ ფერგიუსონს დაეკისრა, გაუქმებულიყო. როდესაც ტეხასის უზენაესმა სასამართლომ ეს შეზღუდვა 1924 წლის ივნისში გააუქმა, ჯეიმზ ედუარდ ფერგიუსონმა გამოაცხადა, რომ ახლა მისი მეუღლე მირიამი იბრძოდა გუბერნატორის თანამდებობისათვის და იგი მას დაეხმარებოდა. მათ დაიწყეს წინასაარჩევნო კამპანია ლოზუნგით „ორი გუბერნატორი ერთის ფასად“. მირიამმა გაიმარჯვა კიდეც არჩევნებში და თანამდებობა დაიკავა 1925 წლის 20 იანვარს. გუბერნატორობის დროს მიიღო კუ-კლუქს-კლანის მოქმედების აკრძალვის კანონი.

მეორე საგუბერნატორო ვადა წარიმართა დიდი დეპრესიის ფონზე. ვადის ამოწურვის შემდეგ უარი თქვა ხელმეორედ თანამდებობის დაკავებაზე, თუმცა 1940 წელს 65 წლის ასაკში კვლავ სცადა გუბერნატორობა, მაგრამ უშედეგოდ.

მირიამ ფერგიუსონი გარდაიცვალა 1961 წლის 25 ივნისს, 86 წლის ასაკში, გულის უკმარისობის შედგად. დაკრძალულია ოსტინში, ტეხასის შტატის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება