მირზა ხაზარი (მირზა მიქაილოვი, ებრ. מנחם מיכאלי‎ (მენაჰემ მიქაელი); 29 ოქტომბერი, 1947, გოქჩაი31 იანვარი, 2020[1], მიუნხენი) — ცნობილი რადიოჟურნალისტი, პუბლიცისტი, ბიბლიის მთარგმნელი აზერბაიჯანულ ენაზე[2].

მირზა ხაზარი
მშობლიური სახელი მირზა მიქაილოვი; ებრ. מנחם מיכאלי‎ (მენაჰემ მიქაელი)
დაბადების თარიღი 29 ოქტომბერი, 1947
გოქჩაი, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 2020
მიუნხენი, გერმანია
ეთნიკურად ებრაელი
საქმიანობა ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირზა ხაზარი დაიბადა 1947 წლის 29 ნოემბერს აზერბაიჯანის ქალაქ გოქჩაიში. 1973 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1973 წლის ივლისიდან 1974 წლის იანვრამდე მუშაობდა ადვოკატად აზერბაიჯანში, სუმგაითში. 1974 წლის ივნისში ის ემიგრაციაში წავიდა ისრაელში. 1975 წლის ივნისიდან 1976 წლის იანვრამდე მსახურობდა ისრაელის თავდაცვის ძალებში. 1976 წლის აგვისტოში სამუშაოდ მიიწვიეს „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანულ რედაქციაში[2]. 1979-1985 წლებში იყო აზერბაიჯანის „რადიო თავისუფლების“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1985 წლის ოქტომბერში გადავიდა აშშ-ში. 1985-1987 წლებში იყო ვაშინგტონის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ აზერბაიჯანული რედაქციის დირექტორი. 1987-2003 წლებში იყო „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული რედაქციის დირექტორი მიუნხენში, შემდეგ კი პრაღაში.

ბიბლიის თარგმანთა ინსტიტუტის (სტოკჰოლმი, შვედეთი) დაკვეთით მირზა ხაზარმა თარგმნა ბიბლია - „ახალი აღთქმა“ (სახარება) და „ძველი აღთქმა“ აზერბაიჯანულ ენაზე. მირზა ხაზარის თარგმანში „ახალი აღთქმა“ პირველად 1982 წელს გამოიცა. „ძველი აღთქმა“ არ დაბეჭდილა.

2004 წლის იანვარში ხაზარმა ბაქოში დააარსა გაზეთი „მირზა ხაზარის ხმა“. მართავდა საკუთარ პორტალს სამ ენაზე: აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. 2005 წლის დეკემბერში მან დააარსა ინტერნეტ რადიო „მირზა ხაზის ხმა“[3].

გარდაიცვალა 2020 წლის 31 იანვარს მიუნხენში.