მირანდა ვუოლასრანტა
მირანდა ვუოლასრანტა (ფინ. Miranda Vuolasranta; დ. 1959) — ბოშური წარმოშობის ფინელი აქტივისტი, ბოშური ენის მასწავლებელი და ბოშათა უფლებების ექსპერტი. ბოშათა და მომთაბარეთა ევროპული ფორუმის პრეზიდენტი.[1]
მირანდა ვუოლასრანტა ფინ. Miranda Vuolasra | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1959 |
ეროვნება | ბოშა |
მოქალაქეობა | ფინეთი |
პროფესია | პოლიტიკოსი, აქტივისტი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამირანდა ვუოლასრანტა დაიბადა 1959 წელს. ის გაიზარდა ტრადიციულ ბოშურ ოჯახში, საუბრობს ფინურ, შვედურ და ბოშურ ენებზე. გოგონას ოთხი და-ძმა ჰყავდა. ვუოლარანტას მშობლები წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ, მაგრამ ხელს უწყობდნენ შვილებს განათლების მიღებაში.
ახალგაზრდობაში მირანდას მასწავლებლებმა ურჩიეს, უგულებელყო მისი ბოშური წარმომავლობა ფინურ საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად. გოგონა შვედეთში სწავლობდა 1970-იან წლებში მან აიღო ბოშური ენისა და ისტორიის მასწავლებლის დიპლომი. მასწავლებლად მუშაობის პერიოდში, იგი გახდა ბოშების უფლებების დამცველი. 1980-იან წლებში ვუოლასრანტა დაბრუნდა ფინეთში და ბოშური თემების დასაცავად ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო. 1989 წელს იგი შეუერთდა ფინეთის ბოშების ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს, როგორც ორგანიზაცია „Romano Missio“-ს წარმომადგენელი.[2][3]
1990-იან წლებში მირანდა ვუოლასრანტა აგრძელებდა საქმიანობას. 1995 წელს მუშაობდა სკოლებისთვის ბოშური ენის სასწავლო მასალის შედგენაზე. მან ცალსახად განაცხადა, რომ საჭიროა ფინეთის მედიამ და სკოლებმა შეასრულონ თავიანთი კანონიერი ვალდებულებები, უზრუნველყონ თარგმანები ბოშურენოვანი თემებისთვის. 1997 წელს ვუოლასრანტა გახდა ბოშების მრჩეველთა ეროვნული საბჭოს დაგეგმვის ოფიცერი, ხოლო 1998 წელს — ბოშების მრჩეველთა საბჭოს გენერალური მდივანი სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის სამინისტროში. იგი გახლდათ ბოშური წარმოშობის პირველი ადამიანი, ვინც ხსენებული თანამდებობა დაიკავა.
2002 წლიდან 2006 წლამდე მირანდა ვუოლასრანტა მუშაობდა ბოშათა საკითხებზე ევროპის საბჭოში სტრასბურგში. 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო ფინეთის ბოშების ეროვნული ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი. შემდგომში მუშაობდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2013 წლიდან 2015 წლამდე ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცრად. მას ეკავა მრავალი სხვა თანამდებობა, მათ შორის გახლდათ ევროპის ბოშათა ფორუმის თავმჯდომარე. 2020 წლიდან მირანდა ვუოლასრანტა ბოშათა და მომთაბარეთა ევროპული ფორუმის (ERT) პრეზიდენტია.[4]
2020 წელს, როგორც ERTF-ის პრეზიდენტმა, მირანდა ვუოლასრანტამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებდა ბოშებს გაერთიანებულიყვნენ პანდემიასთან საბრძოლველად, ამასთან, აღიარა, რომ ბოშათა ბევრ თემს აქვს COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკი.[5]
კრიტიკა
რედაქტირებაფინელი ბოშების საზოგადოების რამდენიმე გამოჩენილი წევრი, მათ შორის მხატვარი კიბა ლუმბერგი, მომღერალი რაინერ ფრიმანი და მწერალი ვეჯო ბალცარი მირანდა ვუოლასრანტას დაუპირისპირდნენ. იგი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ვუოლასრანტა ხელმძღვანელობს კონსერვატორ ბოშებს, რომლებიც ცდილობენ პრობლემები დაფარონ და კრიტიკას თავი აარიდონ. 2008 წელს მირანდა ვუოლასრანტას ჯარიმის გადახდა მოუწია მას შემდეგ, რაც კიბა ლუმბერგმა იგი ცილისწამებაში დაადანაშაულა.[6][7][8]
ჯილდოები
რედაქტირება- პრემია "ოქროს ბორბალი" (2007) — ბოშათა საერთაშორისო კავშირი; [3]
- ადამიანის უფლებათა აქტივისტის ჯილდო (2012) —ფინეთის ადამიანის უფლებათა ლიგა.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Миранда Вуоласранта. Радио Свобода (10 ноября 2002).(რუს.)
- ↑ Roma Role Models. Brussels: European Roma Information Office (ERIO). 2015. pp. 14–15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 "Miranda Vuolasranta". www.romarchive.eu. Retrieved 2021-04-05.
- ↑ Mir, Artikkelit käyttäjältä; Vuolasranta, a (2017-04-04). "Kohtele minua minuna, niin minäkin kohtelen sinua sinuna".[მკვდარი ბმული] 100 puheenvuoroa taiteesta (ფინ). Retrieved 2021-04-05.
- ↑ "European Roma and Travellers Forum President makes statement about COVID-19 pandemic, thanks health care professionals".[მკვდარი ბმული] romea.cz. Retrieved 2021-04-05.
- ↑ "Kiba Lumberg teki rikosilmoituksen Ylen kirjeestä - HS.fi - Kulttuuri". 2011-11-14. Archived from the original on 2011-11-14. Retrieved 2021-04-05.
- ↑ "Ajankohtainen kakkonen | yle.fi | Arkistoitu". vintti.yle.fi. Retrieved 2021-04-05.
- ↑ "Vuolasrannalle sakot Kiba Lumbergin loukkauksesta - HS.fi - Kulttuuri". archive.is. 2012-05-26. Retrieved 2021-04-05.(ფინ.)