მინორულა

მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში

მინორულა[1] (ესპ. Menorquina) — მეკვერცხული მიმართულების ქათმის ჯიში. გამოყვანილია ესპანეთში კუნძულ მენორკაზე XIX საუკუნის ბოლოს. აქვს შეფერილობით განსხვავებული 2 სახესხვაობა (თეთრი და შავი). მისი ტანი წაგრძელებულია, მკერდი ფართო და ღრმა. თავი საშუალო ზომისაა. ყურის ბიბილოები მცირედაა განვითარებული, ორივე სახესხვაობას ისინი თეთრი აქვს. მამლის ცოცხალი მასაა 3,0–3,5 კგ, დედლისა 1,8–2,5 კგ. კვერცხმდებლობა 160–180 ცალი წელიწადში; თითოეული იწონის 60–65 , ნაჭუჭი თეთრია. მინორულას მოშენებას ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში მისდევენ. XX საუკუნის შუა ხანებში მცირე რაოდენობით შეიყვანეს რუსეთში.

მამალი (შავი) და დედალი (თეთრი) მინორულები

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 156.