მინთრიონის გორა
ბოზთეფე (თურქ. Boztepe) ან მინთრიონის გორა (ბერძ. Όρος Μίνθριον) — გორა ქალაქ ტრაპიზონში, თურქეთი. მდებარეობს ქალაქის ცენტრდან 3 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. გორის აღმოსავლეთით მდებარეობს დეგიმენდერეს ხეობა. გორის უდიდესი ნაწილი ქეიმაქლის უბანში შედის.
ეს ადგილი ანტიკური დროიდან რელიგიური მნიშვნელობას ატარებდა.[1] გორაზე მდებარეობს შემდეგი სიწმინდეები:
- მეჩეთი, ყოფილი XIX საუკუნის ეკლესია. თავად ეკლესია თავდაპირველად მითრას საკურთხეველს წარმოადგენდა, რამაც სავარაუდოდ განაპირობა გორის სახელწოდება – „მინთრიონი“.[2]
- ქაიმაქლის მონასტერი.
- სკილოლიმნე – ახლა ძირითადად დამშრალ ტბას წარმოადგენს.[3]
- დრაკონის წყარო (Δράκοντπήάσον), მდებარეობს ჰოშოღლანის სოფელთან.[4] იოანე ლაზაროპულოსის „ლოგოსი“-ს თანახმად, ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი II-მ აქ განგმირა დრაკონი.
- ყოვლადწმინდა თეოსკეპასტოსის მონასტერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bryer, Anthony (March 1985). Byzantine Monuments and Topography of the Pontos (Dumbarton Oaks Studies, 20) Two Volume Set. Dumbarton Oaks Pub Service. ISBN 0-88402-122-X.
- Whiting, Dominic (2001). Turkey Handbook. Footprint Travel Guides. ISBN 1-900949-85-7.