მინვარ რზაევა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მინვარ რზაევა}} |
მინავარ მეჯიდ კიზი რზაევა (აზერ. Münəvvər Məcid qızı Rzayeva; 6 ივნისი 1929, შუშა — 6 ივნისი 2004, ბაქო) — აზერბაიჯანელი სკულპტორი, აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი (1992).
მინვარ რზაევა | |
---|---|
დაიბადა | 6 ივნისი, 1929 |
დაბადების ადგილი | შუშა |
გარდაიცვალა | 6 ივნისი, 2004 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
ეროვნება | აზერბაიჯანი |
სფერო | სკულპტურა |
მომზადება |
აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ვ. ი. სურიკოვის სახელობის მოსკოვის |
ბიოგრაფია
რედაქტირებამინავარ რზაევა წარმოსდგება ყარაბახის სახანოს დამფუძნებელი პანახ-ხანის საგვარეულოდან. ის დაიბადა 1929 წელს ქალაქ შუშაში. რზაევას დედამ განათლება მიიღო ქალთა გიმნაზიაში, იყო დიასახლისი და დაკავებული იყო ბავშვთა აღზრდით. მამა იყო ხალიჩების გამოჩენილი სპეციალისტი. მას კონსულტაციებისათვის ხშირად მიმართავდა თვით ლიატიფ კერიმოვი, თვალსაჩინო ხალიჩების მქსოველი, რესპუბლიკის სახალხო მხატვარი და სტალინის პრემიის ლაურეატი.
ადრეული ასაკიდან მინავარს უყვარდა თიხასთან თამაში, რაც ძალიან ბევრი იყო მათი სახლის წინ მდებარე ნაკვეთზე. მათგან ის ძერწავდა ფიგურებს, სხვადასხვა სათამაშოებს თავისთვის, აგრეთვე თავისებურ სურათებს ქმნიდა.[1] ძერწვის გარდა მინავარს უყვარდა სპორტი და გატაცებული იყო სირბილით, ასევე ძალიან მოეწონა ქარგვა, ამიტომ გადაწყვიტა აზერბაიჯანის მხატვრული სასწავლებლის დეკორატიულ-ხელნაკეთობათა ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაებარებინა. მაგრამ როდესაც I კურსის სტუდენტებს გამოუცხადეს სკულპტურის სპეციალობაზე გადასვლის შესაძლებლობა, რზაევას მოესმა «ფიზკულტურული», და მან იმწამსვე აიწია ხელი. რაზაევას წინ დადგეს დიდი გიფსის ჩამოსხმული ფეხი და შესთავაზეს გაეკეთებინა კოპია. მინავარი ფიქრობდა, რომ ეს სხმული რომელიმე სახელგანთქმული სპორტსმენის ფეხის გამოსახულება იყო და დავალებას თავი გაართვა, რის შედეგადაც ის მიიღეს სკულპტურის ფაკულტეტზე. როდესაც ყველაფერი გაირკვა, რაღაცის შეცვლა უკვე გვიან იყო.[1] 1949 წელს გაზეთმა «აზერბაიჯანის ახალგაზრდობა» განაცხადა, რომ «ფრიადოსანი მინავარ რზაევა ამზადებს სადიპლომო ნაშრომს — «მეზღვაურის ფიგურას». რამდენიმე თვის შემდეგ ეს გაზეთი წერდა, რომ «სასწავლებლის წარმატებული კურსდამთავრებული მინავარ რზაევას განზრახული აქვს სწავლის გაგრძელება სსრკ სამხატვრო აკადემიის სურიკოვის სახელობის ინსტიტუტში». სტატიის ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავდა, რომ სსრკ სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრ-კორესპონდენტის, სტალინის პრემიის ლაურეატის პეტრე საბსაიას სახელოსნოში განსწავლით დაკავებული «გამორჩეულიად ნიჭიერი და შრომისმოყვარე შარგია
(რზაევას მეორე სახელი) საკუთარი პედაგოგის მიცემული დავალებებით არ შემოიფარგლება და თავადვე ქმნის საინტერესო კომპოზიციებს. უკვე სასწავლებელდამთავრებლმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ გამოფენაზე ნამუშევრით „ქალი ალპინისტი“, რომელმაც მყისეულად მიიქცია ყურადღება, ვერავინ ვერ დარჩა გულგრილი, იმდენი ექსპრესია იყო მასში». 1956 წელს მინავარ რზაევამ დაამთავრა ვ. ი. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტი.[1]
მინავარ რზაევის ნაშრომები ამშვენებენ აზერბაიჯანის 18 ქალაქს და რაიონულ ცენტრს, ასევე მუზეუმებსა და საგამოფენო სალონებს. მას ეკუთვნის რეპრესირებული აზერბაიჯანელი პოეტის მიკაილუ მუშფიკუს; 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული პირველი აზერბაიჯანელი მექანიზატორი-ქალის სევილი კაზიევას; ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო მოღვაწის, აზერბაიჯანის უმაღლესი სასამართლოს პირველი ქალი-თავმჯდომარის, სტალინის რეპრესიების მსხვერპლის აინე სულტანოვას; დამკვიდრებული გიანჯაში ქალაქის მესვეურთა ქალი პოეტების მეხსეტი გიაჯევას და ნიგიარ რაფიბეილის ძეგლები, რომლებიც ბაქოს ამშვენებენ. სულ რზაევას მიერ შექმნილია 92 სკულპტურული ნაშრომი. მინავარის ნამუშევართაგან შვიდი მონუმენტური ძეგლი დამონტაჟებულია აზერბაიჯანის 7 ქალაქში. ნიზამის მუზეუმში არის აზერბიჯანელების პოეტებისა და მწერლების შვიდი ბიუსტი.[1] 1992 წელს მინავარ რზაევას მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის წოდება.[2]
მინავარ რზაევა ქმნიდა თითქმის სიცოცხლის ბოლომდე. სიკვდილამდე ორი წლით ადრე რზაევა იძულებული იყო შეეწყვიტა თავისი საქმიანობა მხედველობის გაუარესების გამო. მინავარ რზაევა გარდაიცვალა 2004 წელს, საკუთარი 75-წლისთავზე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ხანჟანბეკოვა ფ Волшебный дар Минаввар Рзаевой 12.03.2012
- ↑ Təsviri sənət xadimlərinə Azərbaycan Respublikasının fəxri adlarının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Fərmanı. e-qanun.gov.az (1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-29. ციტირების თარიღი: 2015-09-28.