მინესოტა
მინესოტა (ინგლ. Minnesota) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი სიუს ტომების ენაზე „მდინარის ამღვრეულ წყალს“ ნიშნავს. XVII საუკუნეში აქ პირველი მკვლევრები ფრანგები იყვნენ. 1783-1793 – მდინარე მისისიპის ნაწილი გადაეცა ამერიკელებს და ინგლისელებს. 1830 – გაჩნდა პირველი დასახლებები. 1849 – აშშ-ს ტერიტორია. 1858 წლიდან აშშ-ს შტატია.
- ფართობი – 206 ათასი.
- მოსახლეობა - 5,078 ათასი (თეთრი 94,4 %, აფროამერიკელი 2,2 %, აზიელი 1,8 %, ლათინურამერიკელი 1,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 66,9 %.
- ქალაქები – სენტ-პოლი (დედაქალაქი), 260 ათასი, მინეაპოლისი, 359 ათასი, დულუთი, 84 ათასი.
- თავისებურებები – მისისიპის სათავეები, 15 ათასამდე ტბა, ვოიაჯერის ეროვნული პარკი კანადის საზღვართან.
- ცნობილი ადამიანები – სკოტ ფიტცჯერალდი, ჩარლზ და უილიამ მაიო.
მინესოტა | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | Land of 10,000 Lakes და Gopher State | ||||
დევიზი: | L’Étoile du Nord | ||||
დედაქალაქი | სენტ-პოლი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | ტიმ უოლცი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | მინესოტის საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 225 163 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 706 494[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | იგლი | ||||
უდაბლესი წერტილი | ზემო ტბა | ||||
შტატი გახდა | 11 მაისი, 1858 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6, ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო | ||||
საფოსტო აბრევიატურა | MN და Minn. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | მანიტობა, ონტარიო, უისკონსინი, სამხრეთი დაკოტა, აიოვა, ჩრდილოეთი დაკოტა და მიჩიგანი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | mn.gov | ||||
ისტორია
რედაქტირებაჩრდილოეთ ამერიკაში ევროპელების ჩასვლისას მინესოტის ტერიტორიაზე დაკოტას ხალხი ცხოვრობდა. პირველი ევროპელები, რომლებიც რეგიონში მე-17 საუკუნეში შევიდნენ, იყვნენ ფრანგი ბეწვით მოვაჭრეები. მინესოტაში ანიშინააბეს ტომების (ასევე ცნობილი როგორც ოჯიბვე ან ჩიპევა) მიგრაციამ დაკოტას ხალხთან დაძაბულობა გამოიწვია.[2] შტატის რუკა შეადგინეს მკვლევარებმა: დანიელ გრეისოლონმა, მღვდელმა ლუი ენეპენი, ჯონათან კარვერმა, ჰენრი სკულკრაფტმა და ჟოზე ნიკოლემ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
- ↑ TimePieces. Minnesota Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2013. ციტირების თარიღი: September 19, 2006