მინდი კალინგი
ვერა მინდი ჩოკალინგამი [3] (დ. 24 ივნისი, 1979 ), [3] [4] — პროფესიონალურად ცნობილი როგორც მინდი კალინგი, ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. [5] ცნობილია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ტელევიზიაში. მან მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდო, ტონის ჯილდო, და ექვსი პრაიმტაიმ ემის პრემიის ნომინაცია. ის 2013 წელს ჟურნალ ტაიმმა აღიარა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის და 2022 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააჯილდოვა ხელოვნების ეროვნული მედლით. [6] [7]
მინდი კალინგი | |
---|---|
ინგლ. Mindy Kaling | |
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1979[1] (45 წლის) |
დაბადების ადგილი | კემბრიჯი, მასაჩუსეტსი |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარისტი, კომიკოსი[2] , ტელემსახიობი, კინომსახიობი, გამხმოვანებელი, showrunner, ტელე პროდიუსერი და კინორეჟისორი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | დარტმუთის კოლეჯი და Buckingham Browne & Nichols School |
Magnum opus | The Office, The Mindy Project, თავდაყირა, Late Night და Velma |
ჯილდოები | აშშ-ის სცენარისტთა გილდიის პრემია |
გავლენა მოახდინეს | |
მან პირველად მოიპოვა აღიარება კელი კაპურის როლით NBC-ის სიტკომში ოფისი (2005–2013), რომლისთვისაც იგი ასევე მუშაობდა როგორც მწერალი, აღმასრულებელი პროდიუსერი და რეჟისორი. [8] სერიალზე მუშაობისთვის იგი ნომინირებული იყო პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე კომედიურ სერიალში გამორჩეული წერისთვის . მან უფრო ფართო ყურადღება მიიპყრო ფოქსის კომედიური სერიალის მინდის პროექტის (2012–2017) შექმნის, პროდიუსერის საქმიანობისა და დოქტორი მინდი ლაჰირის როლის შესრულებისთვის. შემდეგ მან გააფართოვა თავისი კარიერა და შექმნა მრავალი შოუ, მაგალითად NBC სიტკომი ჩემპიონები (2018), ჰულუს მინი სერიალი ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა (2019), Netflix-ის კომედიური სერიალი მე არასოდეს (2020–2023) და HBO Max-ის კომედიური სერიალი კოლეჯის გოგონების სექსუალური ცხოვრება (2021–დღემდე). [9]
მისი კინოკარიერა მოიცავს ხმოვან როლებს ფილმებში საზიზღარი მე (2010), გამანადგურებელი რალფი (2012) და თავდაყირა (2015), ასევე ცოცხალი მოქმედების როლები ფილმებში No Strings Attached (2011), ხუთწლიანი ნიშნობა (2012), ნაოჭი დროში და ოუშენის რვა მეგობარი (ორივე 2018) და გვიანი ღამე (2019), რომელთაგანაც ბოლო ფილმის სცენარი მინდიმ დაწერა და შექმნა. მან დაწერა ორი მემუარი, ორივემ მიაღწია The New York Times-ის საუკეთესოდ გაყიდულთა სიას . [10] ასევე მიიღო ტონის ჯილდო საუკეთესო მიუზიკლისთვის . [11] 2012 წელს კალინგიმ დააარსა საწარმოო კომპანია Kaling International .
ბიოგრაფია
რედაქტირებაკალინგი დაიბადა კემბრიჯში, მასაჩუსეტსი. მამა არის ავუდაიპან ჩოკალინგამი, არქიტექტორი და დედა სვატი ჩოკალინგამი, მეან -გინეკოლოგი . [12] [13] მას ჰყავს უფროსი ძმა, ვიჯაი. მისი მშობლები ინდოეთიდან არიან [14] და გაიცნეს ერთმანეთი ნიგერიის საავადმყოფოში მუშაობის დროს. მისი მამა, ჩენაიში გაზრდილი ტამილელი, მეთვალყურეობდა საავადმყოფოს ფრთის მშენებლობას. მისი დედა, ბენგალი მუმბაიდან, [15] [16] მუშაობდა გინეკოლოგად. ოჯახი ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში 1979 წელს. იმავე წელს დაიბადა კალინგი. [8] კალინგის დედა გარდაიცვალა პანკრეასის სიმსივნით 2012 წელს. [17]
კალინგმა თქვა, რომ მას ეძახდნენ მინდის, იმ დროიდან როდესაც დედა ორსულად იყო მასზე. იმ დროისათვის მისი მშობლები ბენგალში ცხოვრობდნენ. ისინი უკვე გეგმავდნენ შეერთებულ შტატებში გადასვლას და სურდათ, კალინგის თქმით, „საყვარელი ამერიკული სახელი“ მათი ქალიშვილისთვის და მოეწონათ სახელი მინდი სატელევიზიო შოუდან Mork & Mindy . [18] კალინგმა დაამთავრა Buckingham Browne & Nichols, კერძო სკოლა კემბრიჯში, 1997 წელს. მომდევნო წელს იგი შევიდა დართმუზის კოლეჯში, სადაც იყო იმპროვიზაციული კომედიის ჯგუფის The Dog Day Players-ისა და კაპელა ჯგუფის The Rockapellas-ის წევრი, დაამზადა კომიქსები კოლეჯის ყოველდღიური გაზეთისათვის და წერდა კოლეჯის იუმორისტული ჟურნალში. [19] [20]
კალინგმა დაამთავრა დათმუზი 2001 წელს [21] ბაკალავრის ხარისხით დრამატურგიაში. [22] ის იყო კლასიკური საგნების ფაკულტეტის სტუდენტი და სწავლობდა ლათინურს, საგანს, რომელსაც მეშვიდე კლასიდან ეცნობოდა. [23]
მომავალი პროექტები
რედაქტირებაკალინგი დენ გორთან ერთად წერდა მესამე ნაწილს ფილმისათვის Legally Blonde. ფილმის გამოშვება იგეგმებოდა 2022 წლის მაისში, მაგრამ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სცენარის გამო. იგი ასევე მზადაა ხელახლა შეუერთდეს დენ გორს, რათა დაწეროს და ითამაშოს პრიანკა ჩოპრასთან ერთად კომედიაში ინდო-ამერიკული ქორწილის შესახებ Universal-ის პროექტის ქვეშ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკალინგის ორი შვილი ჰყავს: 2017 წლის დეკემბერში დაბადებული ქალიშვილი და 2020 წლის სექტემბერში დაბადებული ვაჟი. მან შვილების მამის ვინაობა საიდუმლოდ შეინახა. ის ინდუიზმის მიმდევარია და გამოთქვა სურვილი, აღეზარდა შვილები ინდუისტური წესით. [24] [25] [26]
2012 წელს კალინგი მოხვდა ტაიმის 100-ის სიაში - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში. [27] 2014 წელს იგი დასახელდა გლამურის ქალთა შორის. [28] 2018 წლის 10 ივნისს მან მიიღო ჰუმანური წერილების დოქტორის საპატიო ხარისხი ჰანოვერის დართმუზის კოლეჯში , ნიუ ჰემფშირი . [29]
კალინგი ფლობს უელსის საფეხბურთო გუნდის სუონსი სიტის 1 პროცენტს. [30]
ლიტერატურა
რედაქტირება- Kaling, Mindy, and Brenda Withers. Matt & Ben: A New Play. Woodstock, NY: Overlook Press, 2004; ISBN 978-1-585-67571-5
- Kaling, Mindy. Unbelievable Holiday Tales: Scripting a Fantasy of a Family, The New York Times, December 18, 2009.[31]
- Kaling, Mindy. Is Everyone Hanging Out Without Me? (And Other Concerns), New York: Crown Archetype, 2011; ISBN 978-0-307-88627-9; OCLC 698332696
- Kaling, Mindy. Questions I Ask When I Want to Talk About Myself: 50 Topics to Share With Friends, Clarkson Potter, 2013; ISBN 978-0-449-81988-3
- Kaling, Mindy. Why Not Me?, New York : Crown Archetype, 2015; ISBN 978-0-804-13814-7; OCLC 910914690
- Kaling, Mindy. Nothing Like I Imagined (Except for Sometimes), Amazon Original Stories, 2020
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ http://sports.yahoo.com/video/comedienne-mindy-kaling-look-stephen-121023690.html
- ↑ 3.0 3.1 Mindy Kaling: Television Actress, Writer (1979–). Biography.com (FYI / A&E Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2015. ციტირების თარიღი: April 19, 2018Additional archive on June 25, 2015.
- ↑ Mindy Kaling celebrates birthday with new photo of daughter Katherine. ციტირების თარიღი: May 7, 2021
- ↑ Christensen, Lauren (October 6, 2020). „Mindy Kaling Doesn't Want Your Pity“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 16, 2021. ციტირების თარიღი: June 4, 2021. ციტატა: „Kaling may be an A-list actor and television producer, but her genuineness and vulnerability make her struggle to balance being at the top of her career with being a single working mom ...“
- ↑ Mindy Kaling to Be Lauded With Norman Lear Award at PGA Awards. ციტირების თარიღი: December 8, 2022
- ↑ Biden hints he'll run for president again in 2024 in a quip at an awards ceremony. ციტირების თარიღი: March 22, 2023
- ↑ 8.0 8.1 Sittenfeld, Curtis (September 25, 2011). „A Long Day at 'The Office' With Mindy Kaling“. The New York Times Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2020. ციტირების თარიღი: September 23, 2011.
- ↑ „Mindy Kaling Has a New Show Coming to NBC“. Time (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 29, 2020. ციტირების თარიღი: March 9, 2018.
- ↑ „"I am literally living the dream": Mindy Kaling on overcoming prejudice and finding success“. Women in the World in Association with The New York Times - WITW. April 7, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2017. ციტირების თარიღი: September 27, 2017.
- ↑ Jacobs, Julia (June 12, 2022). „Tony Awards 2022 Live Updates: 'A Strange Loop' Wins Best Musical“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2022. ციტირების თარიღი: June 13, 2022.
- ↑ Malcolm, Shawna (September 28, 2013). „Thoroughly Modern Mindy Kaling“. Parade. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 17, 2016. ციტირების თარიღი: August 15, 2017.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Coen, Jessica (December 12, 2011). „Mindy Kaling Visits Jezebel, Takes Your Questions“. Jezebel. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2017. ციტირების თარიღი: January 28, 2015.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ „Swati Chokalingam M.D.: Obituary“. The Boston Globe. February 2, 2012. ციტირების თარიღი: January 28, 2015.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ „Here Are Mindy Kaling's Dartmouth Comic Strips“. The Huffington Post. January 14, 2014. ციტირების თარიღი: October 23, 2023.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (April 3, 2011).
- ↑ Dartmouth Staff (June 10, 2001). „List of Graduates“. The Dartmouth. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2016. ციტირების თარიღი: January 28, 2015. ციტატა: „As "Vera Chokalingam"“
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ Marchese, David (June 10, 2019). „Mindy Kaling on Not Being the Long-Suffering Indian Woman“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: June 16, 2019.
- ↑ Mindy Kaling on Maitreyi Ramakrishnan: She was the perfect choice for Never Have I Ever.
- ↑ „Mindy Kaling on 'Never Have I Ever', growing up Hindu, and showing relatable Indian women on screen“. The Hindu. April 24, 2020.
- ↑ No Church for My Daughter: The Significance of Mindy Kaling's 'Kind of Hindu' Identity.
- ↑ The 2013 TIME 100, Time Inc., http://time100.time.com/2013/04/18/time-100/slide/mindy-kaling/. წაკითხვის თარიღი: August 30, 2017
- ↑ The Lady Boss: Mindy Kaling. ციტირების თარიღი: October 9, 2020
- ↑ Mindy Kaling (Doctor of Humane Letters) - Dartmouth News. ციტირების თარიღი: October 9, 2020
- ↑ Pritchard, Dafydd (December 17, 2017). „Mindy Kaling: US Office star is among Swansea City owners“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 18, 2017. ციტირების თარიღი: December 18, 2017.
- ↑ Kaling, Mindy (December 18, 2009). „Unbelievable Holiday Tales: Scripting a Fantasy of a Family“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 28, 2015.