მინდია დავითაძე
მინდია დავითაძე (დ. 11 თებერვალი, 1990, თბილისი, საქართველო) — ქართველი იურისტი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე[1] 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის 9 ივნისამდე.
მინდია დავითაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 თებერვალი, 1990 თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | იურისტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2020 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი (MBA).
კარიერა
რედაქტირება2019-2020 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2013-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სიტემაში სხვადასხვა დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფის პროკურორი იყო. 2011-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სხვადასხვა დანაყოფების გამომძიებელი.
2020 წლიდან ხელმძღვანელობს (პროექტის ლიდერი) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტს (Twinning) „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა". 2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2009 წელს გაიარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა (აშშ) და ჩარლის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ერთობლივი სასწავლო კურსი – „American Institute on Political and Economic Systems “(პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა). 2010-2011 წწ. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა მიკოლო რომერიოს უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია[მკვდარი ბმული], საქპატენტი.
- ინტერვიუ მინდია დავითაძესთან, „ინტერპრესნიუსი“.
- მინდია დავითაძე, საქპატენტი.
- მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
- მინდია დავითაძემ WIPO-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა
- მინდია დავითაძე – მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის პერიოდში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასურზე 50%-იანი შეღავათი წესდება
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მინდია დავითაძე[მკვდარი ბმული] sakpatenti.gov.ge