მიმოსლვა
მიმოსლვა — XVIII საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწის, ტიმოთე გაბაშვილის ჩანაწერები მისი მოგზაურობის შესახებ.
მიმოსლვის ავტოგრაფები
რედაქტირებატიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვის“ ხელნაწერებმა ჩვენამდე დიდი რაოდენობით მოაღწია. მარტო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდებში დაცულია ოცამდე ნუსხა. ორი ნუსხა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმშია[1], ხოლო სამი — მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმხოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილების ქართულ ფონდში[2].
„მიმოსლვის“ ნუსხების შედარებითმა შესწავლით გამოვლინდა, რომ ტექტსები საგრძნობლად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან როგორც რედაქციულად, ასევე ვარიანტუალდაც. მეცნიერებმა გადაწყვიტეს მოეძიათ „მიმოსლვის“ ან ავტოგრაფიული ნუსხა ან ავტოგრაფთან ახლომდგომი ხელნაწერი, რომელიც გაარკვევდა ნუსხებში რედაქციულისა და ვარიანტული სხვაობების მომდინარეობის საკითხს.
მუშაობის პროცესში მიკვლეულ იქნა ტომოთეს „მიმოსლვის“ ავტოგრაფები. „მიმოსლვის“ სამი ავტოგრაფი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში (H-842 — „A“, Q-40 — „B“, S-3244 — „C“), ხოლო ერთი — ავტორის ხელით ნასწორები ხელნაწერი — მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმხოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილების ქართულ ფონდში (E-31 — „D“).
ოთხივე ხელნაწერი წარმოადგენს მოგზაურობის დროს დაწერილ ტიმოთეს თხზულებათა კრებულს. კრებულები იწყება მიმოსლვის ტექსტით. პირველი სამი ხელნაწერი (A, B, C) დაწერილია მხედრულით, D ხელნაწერი კი ნუსხურით. A ხელნაწერის ქაღალდს გააჩნია 1742 წლის თარიღიანი ჭვირნიშანი, ხოლო B და C ხელნაწერების ქაღალდს — 1753 წლის ჭვირნიშანი. სამივე ხელნაწერი დაწერილია ერთი ხელით. აღნიშნული ხელწერა შედარებულია ტიმოტე გაბაშვილის ისეთ უეჭვო ავტოგრაფებს როგორიცაა ათონის ივერთა მონასტერში დაცულ „ათონის კრებულის“ ნუსხურ და იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ნაბეჭდი გამოცემის ერთ-ერთი ნუსხის მხედრულ ავტოგრაფებთან.
-
„მიმოსლვის“ „A“ ავტოგრაფი
-
„მიმოსლვის“ „B“ ავტოგრაფი
-
„მიმოსლვის“ „C“ ავტოგრაფი
ამ ხელნაწერების ავტოგრაფიულობის სასარგებლოდ ლაპარაკობს ის ფაქტიც, რომ ერთი ხელით არის დაწერილი 3 ერთმანეთისაგან რედაქციულად განსხვავებული ხელნაწერი. ხელნაწერთა დამწერის ხელითვე გაკეთებულ ტექსტის მრავალრიცხოვან მინაწერებსა და შენიშვნებში ასახულია დიდი მეცნიერულ-ლიტერატურული მუშაობა, რომლის ჩატარება მხოლოდ ავტორს შეეძლო. ეს ხელნაწერები ერთმანეთს არ იმეორებენ, ვინაიდან თითოეული წარმოადგენს „მიმოსლვაზე“ ავტორის მუშაობის გარკვეულ ეტაპს, მაგრამ ამავე დროს ყოველ მათგანში გათვალისწინებულია წინა ხელნაწერში შეტანილი შესწორებები.
„მიმოსლვის“ ავტოგრაფულობაზე და მისი დაწერის ადგილსა და დროზე საინტერესო მასალებს გვაწვდის A ხელნაწერი. „მიმოსლვის“ ტექსტს ხელნაწერში 9-66 ფურცლები უკავია. ეს ტექსტი განსაკუთრებულია თავისი მოცულობითა და რედაქტიული სახით. იგი შეიცავს მხოლოდ ერთ ნაწილს, კერძოდ მთაწმინდის მოხილვას, ნაკლული შესავლით. „მიმოსლვის“ ტექსტს მოსდევს ორი „სწავლანი“, ერთი დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათისაა, ხოლო მეორე — „დღესასწაულისთჳს ღმრთისა გარდამოსვლისა“. პირველი „სწავლის“ შესავალში ავტორი განსზღვრავს ამ წიგნის რაობას და გვამცნობს წიგნის დაწერის ისტორიას: „აღწერილი წიგნი, მსგავსი ებისტოლისა, ამბავთათჳს წმიდათა მონასტერთა მთაწმინდისათა, თუ ვითარ და ვის მიერ აღეშენნეს, და ორნი სწავლანი სულ მოკლედნი, აღწერილი ტიმოთეს მიერ მონაზონისა მთაწმინდელთაისა, მიწერილი წინაშე ღმრთისმოყვარეთა მეფეთა ჩვენთა ქართველთა უფლისა თეიმურაზისა, ძმისა მათისა მეფისა უფლისა ირაკლისა. დაიწერა მონასტერსა ქართველთასა მთაწმინდით“.
ამ მნიშვნელოვანი ცნობიდან ირკვევა, რომ „ებისტოლის მსგავსი წიგნი“, რომელსაც ავტორი განიხილავს, როგორც ერთ განუყოფელ კრებულს, შეიცავს მტაწმინდის მონასტერთა აღწერასა და 2 სწავლას. ეს წიგნი ტიმოთეს დაუწერია მტაწმინდის ივერთა მოასტერში თეიმურაზ მეფესთან და ერეკლესთან გასაგზავნად.
ხელნაწერი რომ ძირითადად მთაწმინდაზეა დაწერილი, ამას ებისტოლეს ტექსტის სხვა ადგილებიც მოწმობენ. პირველი სწავლის დასასრულს ვკითხულობთ: „ქართველნო, სულ მოკლე ესე და უგბილი სწავლა სენაკსა მწირობისა ჩემისასა მთაწმინდით აღვსწერე და არა ღრმა ვყავ ზრახვა სიტყვათა“.
ზოგიერთი ცნობით შეიძლება უფრო დაზუსტდეს A ხელნაწერის დაწერის დრო და ადგილი. მთაწმინდიდან წამოსულ ტიმოთეს ვერ მოუხერხებია მაშინვე იერუსალიმისაკენ გამგზავრება, ამასობაში დაზამტრებულა და ტიმოთე იძულებული გამხდარა მგზავრობა გაზაფხულისათვის გადაედო, რის გამო ის 7 თვის განმავლობაში კონსტანტინოპოლში დაყოვნებულა. თავისი „ეპისტოლე“ ტიმოტეს კონსტანტინოპოლში ჩასვლისტანავე დაუმტავრებია, ვინაიდან კონსტანტინოპოლისა და მისი გარეუბნების აღწერა, რომელსაც B და C ხელნაწერებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი, A ნუსხაში სულ არ არის შესული.
„მიმოსლვის“ ტექსტი A ხელნაწერში თავდაპირველად შემდეგნაირად მთავრდებოდა: „... და მეძნელებოდა განსვლა კონსტანტინუპოლით და მოშორვება სულიერთა მამათა. და ზამთარიცა მოიწია, და დავადგერით მუნვე, რამეთუ უმჯობეს ვიჩინეთ დაზამტრება მუნ თვით ესე ქართველნი ალელნიც მუნ სრასა ჩემ თანა იყვნეს და ესენი მოახსენებენ აქაურსა და ჩვენსა ამბავთა. ხოლო ზაფხულისად გზისათვის იერუსალემისა ვიღვწით, ნუუკვე ღმერთმან არა უგულებელს გვყვნეს“.
ჩანს, ამ სახით სურდა ტიმოთე გაბაშვილს გაეგზავნა თავისი „ებისტოლე“ ალელტა ხელით საქართველოში, მაგრამ ეს სურვილი არ განუხორციელებია. ხელნაწერი კონსტანტინოპოლში ყოფნის მთელ მანძილზე მას ხელტ ჰქონდა, ვინაიდან, შემდეგ დაუწერელ ფურცელზე, სხა მელნით ავტორს მიუწერია კიდევ ერთი გვერდი, რომელიც კონსტანტინოპოლიდან იერუსალიმისაკენ გამგზავრების ფაქტსაც შეიცავს: „... ხოლო მე ვიყოფვოდე კონსტანტინუპოლის, სახლსა მდიდარსა ძველისა ტავადისა გიორგილოღოთეტისასა და ბიძისა მისისა იოანიკიოს ხალკიდონისა მიტროპოლიტისა ტანა, რამეთუ გიორგიმ ქართული უწყოდა კეთილად და იყო ფილოსოფოსი სრული, მეცნიერ ასტრონომიისა და რეომეტრიისა და ფისიკისა, და ქართულად ვმზარხველობდით მრავალთა. და დავეთხოვე პატრიარქსა და მიტროპოლიტთა ნიკიისასა და ნიკომიდიისასა და ხალკიდონისასა და წარვედიტ გზასა იერუსალემად მიმყვანებელსა, უკეთუ ნებავს უფალსა“.
ამგვარად, ზემოთქმულის საფუძველზე აშკარაა, რომ 1742 წლის ქაღალდზე დაწერილი A ხელნაწერი უძველესი ავტოგრაფია. A ხელნაწერის უდიდესი ნაწილი დაწერილია „სენაკსა შინა“ მტაწმიდაზე ტიმოტეს მწირობის დროს, 1756 წელს. „მიმოსლვის“ უკანასკნელი გვერდი მიწერილია 1757 წლის გაზაფხულზე, ტიმოტეს იერუსალიმში გამგზავრების წინ. A ხელნაწერი კრებულია სადაც თავმოყრილია მთაწმინდაზე მოგზაურობის დროს დაწერილი თხზულებები: „მიმოსლვა“ და 2 „სწავლა“. კრებულს ტიმოთე „ებისტოლის მსგავს წიგნს“ უწოდებს.
მოგზაურობის დროს შექმნილი ლიტერატურული პროდუქცია, A ავტოგრაფის მსგავსად, B და C ავტოგრაფებშიც ერთად არის თავმოყრილი. ამ კრებულებს, მიუხედავად მასალის ნაირსახეობისა, ერთი საერთო შესავალი აქვთ.
ტიმოთეს ავტოგრაფების ურთიერთშედარებამ ცხადყო, რომ A ავტოგრაფი საფუძვლად დასდებია ყველა დანარჩენ ავტოგრაფულ ხელნაწერს. A ავტოგრაფის მასალა, ძირითადად გამეორებულია დანარჩენ ავტოგრაფებში, გადამუშავებულია და შევსებულია იმ ახალი მასალით, რომელიც ტიმოთემ მოიპოვა იერუსალიმში მოგზაურობის დროს. B და C ხელნაწერებში „მიმოსლვას“ დამატებია იერუსალიმში მოგზაურობის ვრცელი აღწერა. ასევე დამატებია ახალი მასალა ორ „სწავლას“.
B და C ხელნაწერების ურთიერთაშედარებიტ ასევე დადგინდა რომ ეს ორი ხელნაწერი არა მარტო A ხელნაწერისაგან არამედ ერთმანეთისაგანაც საგრძნობლად განსხვავდება. გაირკვა რომ B ხელნაწერი „მიმოსლვაზე“ ტიმოთეს მუშაობის უფრო ადრეულ ეტაპს ასახავს, ვიდრე C ხელნაწერი.
ამრიგად „მიმოსლვის“ პირველი რედაქცია დაიწერა მთაწმინდასა და კონსტანტინოპოლში 1757 წელს. B რედაქცია, გარდა დაუმთავრებელი აბზაცისა, დასრულდა გუმიშხანაში 1758 წლის მიწურულსა და 1759 წლის დამდეგს. C რედაქცია, რომელიც B რედაქციის გადამუშავებულ სახეს წარმოადგენს, დამთავრდა საქართველოში დაბრუენბის შემდეგ, ე. ი. არა უადრეს 1759 წლისა.
ტიმოთეს „მიმოსლვის“ ავტოგრაფების დაწერის ადგილისა და დროის გარკვევისათვის დამატებით მასალას გვაწვდის „მიმოსლვის“ ავტოგრაფებში ჩართული ილუსტრაციები და გეგმა-ნახაზებიც.
A ავტოგრაფში „მიმოსლვის“ ტექსტს წინ უძღვის მთაწმინდის ივერიის მონასტრის გეგმა-ნახატი, სადაც გადმოღებულია მთაწმინდის ქართველთა სავანის დიდი კომპლექსის ყოველი ნაგებობა. ნაგებობებს ტიმოთეს ხელით მიწერილი აქვთს ათმშენებელთა სახელები. ეს გეგმა-ნახატი, როგორც ჩანს, ტიმოთეს თვითონ შეუდგენია მთაწმინდაზე ყოფნის დროს და დაურთავს საქართველოში გასაგზავნი წიგნისათვის, რომელიც, სხვა თხზულებებთან ერთად, მთაწმინდის ქართველთა სავანის ისტორიასაც შეიცავდა.
„მიმოსლვის“ B რედაქციის ავტოგრაფში ჩართულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლის მხატვრობიდან გადმორებული და ფერებით შესრულებული სამი ქართველი მეფის — მირიანის, ბაგრატ კურაპალატისა და ვახტანგ გორგასალის სურათი და პლატონისა და არისტოტელეს სურათები.
-
„ღირსი მირიან, პირველი კეთილმორწმუნე მეფე საქართველოსა, ხოსროიანი“.
-
„სახელოიანი დიდი ჴელმწიფე ვახტანგ გურგასლან, მპყრობელი და მეფე საქართველოსა და იერუსალიმისა, ხოსროიანი“.
-
„ბაგრატ კურაპალატი, მეფე საქართველოსა, დავითიანი, აღმაშენებელი ქუთაისის საყდრისა“.
C რედაქციის ავტოგრაფში შეტანილია შემდეგი სურათები:
- ქართველთა კარის ეკლესიის ღვთისმშობლის (პორტაიტის)ხატი, უწარწეროდ.
- ზემოთ დასახელებულ ქართველტა მეფეტა სურათები ნუსხური წარწერებით, ბერძნულის გარეშე.
- სამი ნახატის გარდა ავტოგრაფში არის მეფე ლეონის დაუმთავრებელი სურათიც.
D ხელნაწერი, მსგავსად B და C ავტოგრაფებისა, წარმოადგენს ტიმოტე გაბაშვილის მიერ მთაწმინდასა და იერუსალიმში დაწერილ თხზულებათა კრებულს. თხზულებათა თანმიმდევრობა აქაც ზუსტად ისეთივეა, როგორც წინა ავტოგრაფებში. „მიმოსლვა“, რომლიტაც იწყება ხელნაწერი კრებული, თავნაკლულია. დაწერილია ხელნაწერი ნუსხურით. ხელნაწერის გადამწერი არ არის ცნობილი. ტექსტთან დაკავშირებული შენიშვნები, მიწეერილი დედნისაგან განსხვავებული წვრილი ნუსხურით, სავარაუდებელია რომ შესრულებულია ტიმოთეს ხელით.
ხელნაწერი რედაქციულად მისდევს C ხელნაწერს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ C ხელნაწერის კიდეებზე გაკეთებული მინაწერები, რომლებიც ტექსტში შესატანად იყო ნავარაუდევი, D ხელნაწერში უკვე ტექსტშია ჩართული.
D ხელნაწერი, საფიქრებელია, იწერებოდა საქართველოს გარეთ, ასტრახანში, სადაც გაატარა ტიმოთემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები. ამას ამყარებს ის გარემოება, რომ D ხელნაწერი რაჭის ერისთავის შვილს დავითს მოზდოკში შეუძენია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ელ. მეტრეველი, ტიმოთე გაბაშვილი „მიმოსლვა“, თბ., 1956
- პლ. იოსელიანი, „მოხილუა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთის ადგილთა, ტიმოთესგან ქართლისა მთავარეპისკოპოსისა“, ტფ., 1853