მიმომხილველი
„მიმომხილველი“ — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ორგანო. გამოდიოდა 1949–1953 წლებში. გამოვიდა 3 ტომი (I — 1949, II — 1951, III — 1953). რედაქტორი ნიკოლოზ ბერძენიშვილი. გამოცემის სახელწოდების გრაფიკული მონახაზი შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის ხელწერის მიხედვით. „მიმომხილველში“ დაბეჭდილია გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა ნარკვევები საქართველოს არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკისა და პოლიტიკის ისტორიის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, საბჭოთა საქართველოს მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე, ნაშრომები წყაროთმცოდნეობისა და პალეოგრაფიის თემებზე, აგრეთვე რეცენზიები და კრიტიკული წერილები, სამეცნიერო მუშაობის ქრონიკა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 702.