მიმისებრნი[1] (ლათ. Mimidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 20–30 სმ. ზურგი რუხ- ან მოწითურო-მურაა, მუცელი უფრო ღია, ხშირად ჭრელი ლაქებით. ცნობილია 30-მდე სახეობა. გავრცელებული არიან კანადიდან პატაგონიამდე. ჩრდილოეთში მცხოვრებები გადამფრენები არიან. კარგად გალობენ, ხშირად იმეორებენ ყველანაირ ხმას. მრავალხმიან მიმს (Mimus polyglottos) შეუძლია 20-ზე მეტი სახეობის ფრინველის ხმის მიბაძვა. ბუდობენ ხეებზე ან მიწაზე. დებენ 2–5 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, თესლებით, კენკრით. მიმისებრნი ხშირად ყავთ გალიებში.