ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მილდრედ ჰარისი (ინგლ.Mildred Harris დ. 29 ნოემბერი, 1901 - გ. 20 ივლისი, 1944) —მუნჯი კინოს ამერიკელი მსახიობი, ჩარლი ჩაპლინის პირველი ცოლი.

მილდრედ ჰარისი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1901
შაიენი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 ივლისი. 1944 (42 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი
აქტიური 1912-1944

ადრეული წლები

რედაქტირება

მილდრედ ჰარისი დაიბადა უაიომინგში, ჩეიენში, 1901 წლის 29 ნოემბერს. მისი კინო დებიუტი შედგა 1912 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მომდევნო წლებში მილდრედი  საკმაოდ მოთხოვნადი  გახდა და რჩება 1910-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბავშვ მსახიობად. 15 წლის ასაკში  გამოჩნდა დევიდ ვ. გრიფიტის ეპიკურ დრამაში „შეუწყნარებლობა“, სადაც მან შეასრულეა ერთ-ერთი გოგონას როლი ბაბილონის ჰარემში.[1][2]

პირველი ქორწინება და სკანდალები

რედაქტირება

1918 წლის ოქტომბერში ჰარისი დაქორწინდა ჩარლი ჩაპლინზე. მათი შეუღლება  საკმაოდ სკანდალური გახდა, იმის გამო, რომ იმ დროს გოგონა 16 წლის იყო, ხოლო ჩაპლინი 29 წლის. როგორც ვარაუდობდნენ, ამ ქორწინებას ხელი შეუწყო ჰარისის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ფეხმძიმედ იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა,  1919 წელს მილდრედს   ვაჟი შეეძინა, მაგრამ იგი დაბადებიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.[3][4]

წყვილის ქორწინება 1921 წლამდე გაგრძელდა და განქორწინებით დასრულდა, რაც  ქორწინებაზე არანაკლებ სკანდალური გამოდგა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილმა მეუღლეებმა ერთმანეთი მრავალ ცოდვაში დაადანაშაულეს: ჩაპლინი მილდრედს მსახიობ ალა ნაზიმოვასთან ლესბოსურ ურთიერთობაში სდებდა ბრალს, ხოლო ჰარისი მის ყოფილ ქმარს სექსუალური სადისტს უწოდებდა. განქორწინების პროცესის დროს, მილდრედის ადვოკატებმა სცადეს მის სასარგებლოდ ჩაპლინის ცოტა ხნის წინ გადაღებული ფილმის -„ბიჭუნას“ კონფისკაცია მოეხდინათ. ამის გამო რეჟისორი იძულებული გახდა ფილმი მალულად დაესრულებინა სოლტ-ლეიკ-სიტის სასტუმროს ნომერში.[5][6]

განქორწინების შემდეგ, ცნობილმა კინოპროდიუსერმა ლუი ბ. მაიერმა მსახიობი მიიწვია ფილმებში გადასაღებად. სადაც იგი გამოჩნდა მილდრედ ჰარის-ჩაპლინის სახელით. იმის გამო, რომ მაიერმა ფილმებში მსახიობს თავისი ყოფილი ქმრის გვარი დაუმატა, მაიერს და ჩაპლინს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ, რაც ჩხუბით დასრულდა.

ასევე ფართოდ გაშუქდა მსახიობის ხანმოკლე ურთიერთობა უელსის პრინცთან, რომელიც  შემდგომში   ედუარდ VIII-დ აკურთხეს.[7]

მომდევნო წლები

რედაქტირება
 
მილდრედ ჰარისი 1920 წ.

საჯაროობამ და სკანდალებმა მსახიობს პოპულარობა მოუტანა და ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კინოკარიერას. 1920-იანი წლების ბოლოს მან ითამაშა ბევრ მუნჯ ფილმში,  მას პარტნიორობას უწევდნენ ცნობილი ვარსკვლავები კლარა ბოუ და დუგლას ფერბენსკი. ამასთან ხმოვანი კინოს გამოჩენამ დიდი პრობლემა შეუქმნა მილდრედ ჰარისის  შემდგომ კარიერას..ერთ დროს პოპულარულმა  მსახიობმა მეორე ხარისხოვან როლებზე გადაინაცვლა. მომდევნო წლებში მხოლოდ რამდენიმე ფილმში გამოჩნდა.  თუმცა მილდრედ ჰარისის კარიერა არ დასრულებულა. ის მონაწილეობდა  ვოდევილებსა და ბურლესკის შოუებში.[8]

მილდრედი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. მას ვაჟი შეეძინა. სიცოცხლის ბოლოს მსახიობი ალკოჰოლიზმით დაავადდა.

1944 წლის 20 ივლისს მილდრედ ჰარისი მოულოდნელად გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 42 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია ჰოლივუდის სასაფლაოზე «Hollywood Forever. კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მილდრედ ჰარისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში  ვარსკვლავი გაუხსნეს. [9]

1992 წელს მსახიობმა მილა იოვოვიჩმა ითამაშა მილდრედ ჰარისის როლი ბიოგრაფიულ ფილმში „ ჩაპლინი“.

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. "Mildred Harris Dies In West". St. Petersburg Times. Associated Press. July 21, 1944. Retrieved November 25, 2012. ... actress in the silent film days, and first wife of Comedian Charles Spencer Chaplin, died yesterday of pneumonia which followed a major abdominal operation..
  2. Mildred Harris, First Wife of Chaplin, Succumbs". Los Angeles Examiner. July 21, 1944. p. 3.
  3. Robinson, David (1986) [1985]. Chaplin: His Life and Art. London: Paladin. ISBN 0-586-08544-0[მკვდარი ბმული].
  4. "The child was buried in the Inglewood Park Cemetery under a headstone with the inscription "The Little Mouse". Beneath Los Angeles Norman Spencer Chaplin -
  5. Charlie Chaplin's Wives at www.ednapurviance.org
  6. Charles J. Maland, 1991, Chaplin and American Culture: The Evolution of a Star Image, Princeton University Press, pp. 43-44.
  7. McLellan, Diana. 2000. The Girls: Sappho Goes to Hollywood London: Robson Books. 1-86105-381-9. p. 28
  8. The Library of Congress American Silent Feature Film Survival Catalog:Cupid by Proxy
  9. Mason City Globe Gazette, March 19, 1934, p. 18, Mason City Globe Gazette online on Newspaperarchive.com
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მილდრედ_ჰარისი“-დან