მილდიურა (ინგლ. Mildura) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში, ზღვის დონიდან 51 მეტრზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 31 361 ადამიანს[1]. მილდიურა 550 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს, ქალაქ ადელაიდას 400 კილომეტრით. მილდიურასთან მდებარეობს ორი შტატის ვიქტორიის და ახალი სამხრეთი უელსის ოფიციალური საზღვარი. ქალაქში ჩამოედინება ავსტრალიის ყველაზე დიდი მდინარე მურეი. დაარსდა 1887 წელს. ქალაქში მდებარეობს ლა ტრობეს უნივერსიტეტი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.

ქალაქი
მილდიურა
ინგლ. Mildura
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი ვიქტორია
კოორდინატები 34°11′00″ ს. გ. 143°09′00″ ა. გ. / 34.18333° ს. გ. 143.15000° ა. გ. / -34.18333; 143.15000
დაარსდა 1887
ფართობი 77.5 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 51
მოსახლეობა 31 361 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+10
საფოსტო ინდექსი 3500 და 3502
ოფიციალური საიტი https://www.visitmildura.com.au/
მილდიურა — ავსტრალია
მილდიურა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: