მია გოთი
მია გოთი (ინგლ. Mia Goth; დ. 25 ოქტომბერი, 1993, ლონდონი) — ინგლისელი მსახიობი და მოდელი. გოთმა მოდელობის კარიერა მოზარდობისას დაიწყო და დებიუტი შეასრულა ლარს ფონ ტრიერის ფილმში „ნიმფომანია“ (2013). შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა თრილერში „The Survivalist“ (2015) და ფსიქოლოგიურ საშინელებათა ფილმში „A Cure for Wellness“ (2016). 2018 წელს გოთმა შეასრულა მეორეხარისხოვანი როლები სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „High Life“ და ლუკა გუადანინოს რიმეიკში „Suspiria“.
მია გოთი | |
---|---|
მია გოთი | |
მშობლიური სახელი | Mia Goth |
დაბადების თარიღი |
25 ოქტომბერი, 1993 ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
პროფესია | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 2012-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | შაია ლაბაფი (2012–2018, 2020–დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 1 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგოთი დაიბადა გაიის ჰოსპიტალში ლონდონში, ინგლისი.[1] დედამისი ბრაზილიელია, მამა კი კანადელი, წარმოშობით შოტლანდიიდან.[2] მისი დედის ბაბუა არის ებრაელი წარმოშობის ამერიკელი მხატვარი ლი ჯაფი, ხოლო ბებია დედის მხრიდან არის ბრაზილიელი მსახიობი მარია გლედისი.[3]
გოთის ოჯახი ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც იგი რამდენიმე კვირის იყო, რადგან მისი აღზრდის მიზნით ოჯახის დახმარება სჭირდებოდა. ისინი დაბრუნდნენ გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც მია ხუთი წლის იყო და მოგვიანებით გადასახლდნენ მამის მშობლიურ კანადაში, როდესაც იგი ათი წლის იყო. თორმეტი წლის ასაკში მია და დედამისი დასახლდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც გოთი საშუალო სკოლაში სწავლობდა.
კარიერა
რედაქტირებაროდესაც გოთი 14 წლის იყო, ლონდონში არასრულწლოვანთა ფესტივალზე აღმოაჩინა მოდის ფოტოგრაფმა ჯემა ბუტმა. მოგვიანებით იგი გამოჩნდა Vogue-სა და Miu Miu-ს რეკლამებში.[4]
2014 წელს გოთი გამოჩნდა Future Unlimited-ის მუსიკალურ კლიპში „Haunted Love“, რომლის რეჟისორი იყო შია ლაბუფი.[5]> მოგვიანებით, იგი გამოჩნდა სტივენ ფინგლტონის მოკლემეტრაჟიან ფილმში „Magpi“ მარტინ მაკკენთან ერთად. 2015 წელს გოთმა შეასრულა მილიას მთავარი როლი პოსტ-აპოკალიფსურ თრილერში „The Survivalist“, რასაც მოჰყვა როლები მეგ ვეზერსის სათავგადასავლო-თრილერში „Everest“ (2015).[6][7]
იგი ასევე გამოჩნდა საშინელებათა ფილმში „A Cure for Wellness“ (2016). მეორეხარისხოვანი როლი როლი შეასრულა ლუკა გუადანინოს რიმეიქში „Suspiria“ (2018) და რეჟისორ კლერ დენის სამეცნიერო, ფანტასტიკურ ფილმში „High Life“ (2018).[8] გოთი ასევე გამოჩნდა გუადანინოს მოკლემეტრაჟიან ფილმში „The Staggering Girl“ (2019)[9] და Autumn de Wilde-ს ფილმში Emma (2020).[10]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგოთმა გაიცნო ამერიკელი მსახიობი შაია ლაბეუფი 2012 წელს ფილმში „ნიმფომანი“ მონაწილეობის დროს. 2016 წლის 10 ოქტომბერს, გოტი და ლაბეუფი, როგორც ჩანს, დაქორწინდნენ ლას-ვეგასის ცერემონიაზე, რომელსაც ელვისის იმიტატორი გაუძღვა.[11] ორი დღის შემდეგ, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ წყვილი კანონიერად არ იყო დაქორწინებული. იმავე თვეში, ლაბეუფმა ელენ დეჯენერის შოუში დაადასტურა ქორწინება.[12] 2018 წლის სექტემბერში გამოცხადდა, რომ წყვილი დაშორდა და განქორწინებაზე განაცხადი შეიტანეს. თუმცა, 2022 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოთი ორსულად იყო პირველ შვილზე.[13][14] მათი გოგონა დაიბადა 2022 წლის მარტში.[15][16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მია გოთი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მია გოთი — Models.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Aftab, Kaleem (November 2018). „Mia Goth: 'I became a huge liar, as I knew I would never be anywhere for long'“. iNews. Johnston Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 December 2018. ციტირების თარიღი: 1 December 2018.
- ↑ Anderson, Ariston. (18 October 2018) Mia Goth Reveals the Costumes She Wanted to Steal From the 'Suspiria' Set. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2 November 2018
- ↑ „Minha vida daria uma trilogia“. Folha de S.Paulo (პორტუგალიური). São Paulo, Brazil. 7 September 2014. ISSN 1414-5723. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2019. ციტირების თარიღი: 1 December 2018 – წარმოდგენილია PressReader-ის მიერ.
- ↑ Mia Goth Made Her Runway Debut at Miu Miu en. ციტირების თარიღი: 2023-08-23
- ↑ Mia Goth's role in films like The Survivor. lazarosoho.com. ციტირების თარიღი: 28 August 2015
- ↑ Halligan, Fionnuala (5 June 2014). „Mia Goth, UK Stars of Tomorrow 2014“. Screen Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
- ↑ Ford, Rebecca; Kit, Borys (8 April 2015). „Dane DeHaan, Mia Goth Joining Gore Verbinski's 'A Cure for Wellness' (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 March 2016. ციტირების თარიღი: 28 August 2015.
- ↑ Bueno, Aintoinette. (27 September 2018) Robert Pattinson & Mia Goth Pose Together After Their Exes Shia LaBeouf & FKA Twigs Spark Romance Rumors. Entertainment Tonight. ციტირების თარიღი: 24 October 2018
- ↑ Vivarelli, Nick. (22 January 2019) Luca Guadagnino Teams With Valentino Designer on Short Film Starring Julianne Moore (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: 22 January 2019
- ↑ Grater, Tom. (21 March 2019) Bill Nighy, Mia Goth, Josh O'Connor, Callum Turner board 'Emma' for Working Title, Blueprint (exclusive). ციტირების თარიღი: 21 March 2019
- ↑ Ungerman, Alex (10 October 2016). „Shia LaBeouf and Mia Goth Marry in Live Streamed Las Vegas Wedding Officiated by Elvis Impersonator“. Entertainment Tonight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2016. ციტირების თარიღი: 11 October 2016.
- ↑ Guglielmi, Jodi. (18 October 2016) Shia LaBeouf Confirms He's a Married Man: 'We're Proud of It — It Was Love'. ციტირების თარიღი: 3 February 2022
- ↑ Balagtas, Tristan (1 February 2022). „Shia LaBeouf and Mia Goth Expecting First Baby“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 February 2022. ციტირების თარიღი: 3 February 2022.
- ↑ Kirkpatrick, Emily (2 February 2022). „Shia LaBeouf and Mia Goth Are Reportedly Expecting Their First Child“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2022. ციტირების თარიღი: 3 February 2022.
- ↑ Hampson, Laura. (3 April 2022) Shia LaBeouf welcomes first child with Mia Goth. ციტირების თარიღი: 9 June 2022
- ↑ Slater, Georgia (26 August 2022). „Shia LaBeouf Reveals He and Wife Mia Goth Are Parents to a Baby Girl, Shares Her Name“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2022. ციტირების თარიღი: 26 August 2022.