მიანმარის არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მიანმარის არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება—მიანმარის (ყოფილი ბირმა) არქიტექტურა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოიცავს არქიტექტურულ სტილებს, რომლებიც ასახავს მეზობელი და დასავლეთის ქვეყნების გავლენას და მოდერნიზებას. ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ნაგებობებია: ბუდისტური პაგოდები, სტუპები, ტაძრები, ბრიტანეთის კოლონიური შენობები, თანამედროვე სტრუქტურები და კომპლექსები.მიანმარის ტრადიციულ არქიტექტურას ძირითადად იყენებენ ღვთისმსახურებისთვის, პილიგრიმებისთვის, ბუდისტური რელიქვიების, პოლიტიკური აქტივობისა და ტურიზმისთვის.[1]

ბაგანი- გავადაპალინის ტაძარი. აგებულია მე-12 საუკუნეში
 
დჰამაიანგის ტაძარი -ბაგანი
 
იანგონი-შვედაგონის პაგოდა

ხელოვნების უძველესი ძეგლების მიანმარის ტერიტორიაზე (ცხოველთა გამოსახულებები, მაგიური ნიშნები გამოქვაბულებში ტაუნჯის მახლობლად)მიეკუთვნება ადრეული ნეოლითის ხანას .ახალი წეთაღრიცხვის დასაწყისში აღმოცენდა ახალი სახელმწიფოები და ქალაქები. მიანმარის არქიტექტურის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია ძველ ინდურ კულტურასთან [2].პიუს პერიოდში აშენდა ცილინდრული სტუპები ოთხი თაღით. პირველი ინდური ნაგებობები მიანმარში აგებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წლიდან. 100 წლამდე[3] შემორჩენილია აგურის კდლებისა და ბუდისტური საკულტო ნაგებობების მცირე ტაძრების სტუპების („ზედები“) ნანგრევები. ბუდას ქვის ტაძრებში-ვერცხლისა და ოქროს პატარა ქანდაკებები. აქ შეიქმნა აღმოსავლეთ აზიაში სოლისებრი თაღებისა და კამარების ამოყვანის უნიკალური ტექნიკა. XI-XIII საუკუნეებში ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს დედაქალაქ პაგანში ააშენეს სხვადასხვა ზომისა და ტიპის ბუდისტური ტაძრები და სტუპები (ანანდის, გოდოპალინისა და სხვ.). სტუპები ძირითადად ზარისებური ფორმისაა. ქანდაკება წარმოდგენილია ბუდას ფრონტალური ფიგურებით (ქვა, ხე და სხვა), ქვისა და კერამიკის ბარელიეფებით. მრავალი ტაძრის კედელზე შემორჩენილია ბათქაშზე ტემპერით შესრულებული ხატწერის ორიგინალური ნიმუშები. ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში ((XIV-XVIII სს.) შენდებოდა კვადრატული სატახტო ქალაქები (პეგუ, ტაუნგუ, ავა), იქმნებოდა სატაძრო კომპლექსები კონბაუნების ცენტრალიზებულ სახელმწიფოში (XVIII-XIX სს.) ვითარდებოდა ქალაქთმშენებლობა, განვითარებული იყო ბრინჯაოს საგნების ჩამოსხმა და ჭედურობა.

კოლონიალიზმის პერიოდი

რედაქტირება

1880-იანი წლების ბოლოდან მიანმარი (ბირმა) ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი იყო. კოლონიზაციის პერიოდში (1886-1947) იდევნებოდა ეროვნული ხელოვნება. დაიწყო კოლონიური არქიტექტურის პერიოდი. [4]ქალაქების დაგეგმარება და მშენებლობა ინგლისის გავლენის ქვეშ მოექცა. რანგუნი, რომელიც ახლა იანგონის სახელით არის ცნობილი, მრავალეროვნული დედაქალაქი გახდა. [5] მას შემდეგ, რაც ქალაქის მასშტაბით აშენდა დიდი კოლონიური შენობები, სოციალურმა არეულობამ ბირმაში გამოიწვია ნაციონალისტური მიტინგები და ანტიკოლონიური საპროტესტო გამოსვლები. [6]

თანამედროვე არქიტექტურა

რედაქტირება
 
შენობა იანგონის ცენტრში

1930 -იან წლებში გამოჩნდნენ ადგილობრიბი არქიტექტორები. მათგან აღსანიშნავია უ. ტინი.დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1948 წლიდან ქვეყანაში დაიწყო თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული კომპლექსების მშენებლობა. მონუმნტურ ფერწერაში გაბატონებულია რეალისტური მიმართულება (უბა ჯის მეთაურობით). თანამედროვე მხატვრები — ფერმწერები უ სან ვინი, უ კინ მაუნი, მოქანდაკეები უ. ლუინი, უ ხან ტინი და სხვ. 1964 წელს გაერთიანდნენ ფერმწერთა და მოქანდაკეთა საზოგადოებაში. შემონახულია მხატვრული ხელოსნობის ტრადიციები.

  1. Edwards 197.
  2. "Art". Myanmar. Chicago: World Book Inc. 2016.
  3. Seekins. "The State and the City". Pacific Affairs: 273.
  4. http://www.colonialarchitectureproject.org/index?/category/2600-burma_myanmar
  5. Seekins. A Sacred and Public Space. Meio University. p. 1.
  6. The Konbaung Dynasty and the Anglo-Saxon Burmese Wars". Myanmar. World Book, Inc.