მთის შროშანი (ლათ. Lilium szovitsianum) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მისი ღერო ხშირფოთლიანია, სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს ფართო ლანცეტა ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ან უფრო იშვიათად მარტოული ყვავილები. ყვავილსაფრის ფოთლები გოგირდისფერია, შიგნითა მხრიდან მოფენილია მუქი მეწამული წინწკლებით.

მთის შროშანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
სახეობა:  მთის შროშანი
ლათინური სახელი
Lilium szovitsianum

გავრცელებულია საქართველოს ყველა მაღალმთიან რაიონში, გვხვდება აგრეთვე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ანატოლიაში. იზრდება ტყისპირებზე, ნაკაფებსა და ბუჩქნარებში, მთის შუა და ზედა სარტყელში; გვხვდება აგრეთვე სუბალპურ მაღალბალახეულობაში. მეტად ლამაზი დეკორატიული მცენარეა.

მთარაჭაში მთის შროშანს იყენებენ საკვებად. მაისის მე-2-3 დეკადაში ნორჩ ღეროებს აგროვებენ, წნავენ, ახმობენ და მისგან ამზადებენ შეჭამადს — დაჭრილას (ბუღლავას). წვრილად დაჭრილ მასაში ურევენ მცირე რაოდეონობით ხორბლის ფქვილს, ყრიან მდუღარე წყლიან ქვაბში, სადაც წინასწარ მოთავსებულია დაქუცმაცებული ტყემლის ტყლაპი ან შეკმაზული ტყემალი. მასას ხარშვის დროს სისტემატურად ურევენ ლაფერთხათი. ბოლოს დაუმატებენ გემოვნების მიხედვით დანაყილ ნიორს, მარილს და მცირეხანს კიდევ ადუღებენ. დაჭრილა ყუათიანი, სასიამოვნო საჭმელია.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

ლიტერატურა რედაქტირება