მთის ბელევალია (ლათ. Bellevalia montana) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. ყვავილსაფარი მურა ლურჯია, ცისფერი ნაკვთებით. ყვავილსაფრის მილი ღია მურაა ან მწვანე ზოლებით. ნაკვთები მილზე სამჯერ მოკლეა. ყვავილის ყუნწები ყვავილობისას და მის შემდეგ პერიოდში რკალურად არის დახრილი. აქვს ლურჯი სამტვერეები და მრავალყვავილიანი ყვავილედი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში. გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონში (ენდემურია). გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე — სტეპებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, კლდეებზე.[1]

მთის ბელევალია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ბელევალია
სახეობა:  მთის ბელევალია
ლათინური სახელი
Bellevalia montana (K.Koch) Boiss., 1882
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 60.