მთვარის ცისარტყელა

მთვარის ცისარტყელა ან ღამის ცისარტყელა — იშვიათი ატმოსფერული ოპტიკური მოვლენა. ჩვეულებრივი ცისარტყელისგან განსხვავებით, ღამის ცისარტყელა არა მზის, არამედ მთვარის ნათებითაა გამოწვეული. ამ მოვლენის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსი არისტოტელე წერდა თავის ნაშრომში „მეტეოროლოგია“[1].

ღამის ცისარტყელა ვიქტორიას ჩანჩქერის თავზე.

დღის ცისარტყელისგან განსხვავებით, მთვარის ცისარტყელა ჩვეულებრივ თეთრად ჩანს[2], მაგრამ სინამდვილეში, ისიც ფერადია. ამის მიზეზი ის არის, რომ ღამით მთვარის სინათლე ძალიან სუსტია თვალის ფოტორეცეპტორების ასაღგზნებად და ადამიანისთვის რთულია მთვარის ცისარტყელის ფერების გარჩევა. გარდა ამისა, მთვარის ცისარტყელა გაცილებით უფრო მკრთალია, ვიდრე დღის, რადგანაც მთვარე უფრო ნაკლებ სინათლეს გამოსცემს, ვიდრე მზე.

ყველაზე კაშკაშა ღამის ცისარტყელის დანახვა შესაძლებელია სავსე მთვარის ან სავსე მთვარესთან მიახლოვებული ფაზის დროს. ასეთი ცისარტყელა ჩნდება ბნელ ცაზე, როდესაც მთვარე ცაზე არც თუ ისე ზემოთაა. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მთვარის სინათლეს წყლის წვეთები ირეკლავდეს (ჩვეულებრივ წვიმის ან ჩანჩქერის).

მთვარის ცისარტყელის შემჩნევის ცნობილი ადგილები

რედაქტირება
 
იოსემიტის ეროვნულ პარკში გადაღებული მთვარის ცისარტყელა.

მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ადგილია, სადაც მთვარის ცისარტყელის შემჩნევაა შესაძლებელი. არც თუ ისე ხშირად ასეთ ცისარტყელას ხედავენ კამბერლენდის ჩანჩქერზე აშშ-ში[3][4], ზაილიის ალატაუს ქედიდან, რომელიც ტიან-შანის ჩრდილო-დასავლეთითაა, ვიქტორიას ჩანჩქერთან ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე[5][6] და იამალის ნახევარკუნძულზე. ასევე ამ მოვლენის ხშირად შემჩნევა შესაძლებელია აშშ-ის იოსემიტის ეროვნულ პარკში[7][8].

გავლენა კულტურაზე

რედაქტირება
  • არსებობს ლიტერატურული პრემია „მთვარის ცისარტყელა“, რომლითაც ფანტასტიკის ჟანრში დიდი მიღწვების მქონე მწერლებს აჯილდოებენ[9].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. The Eclectic magazine of foreign ... – Google Books. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2011-06-09. 
  2. Walklet, Keith S.. (2006)Lunar Rainbows – When to View and How to Photograph a "Moonbow". The Ansel Adams Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-24. ციტირების თარიღი: 2007-07-09.
  3. Bailey, Bill (1995). „Cumberland Falls State Resort Park“, Kentucky State Parks. Saginaw, Michigan: Glovebox Guidebooks of America. ISBN 1-881139-13-1. 
  4. Manning, Russ The Historic Cumberland Plateau: An Explorer's Guide, გვ. 106. ISBN 978-1-57233-044-3. ციტირების თარიღი: 2011-10-28. 
  5. A Lunar Rainbow A Wonderful Sight Not To Be Missed....... Victoria Falls Activities. Victoria Falls Travel Guide. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
  6. Lunar Rainbows over Victoria Falls. Zambezi Safari and Travel Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
  7. 'Moonbows,' Lunar Rainbows, Visible At Yosemite National Park (VIDEO). Huffington Post—Green Blog. ციტირების თარიღი: 22 December 2012.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-12. ციტირების თარიღი: 2013-04-18.
  9. Премия «Лунная радуга» на сайте «Лаборатория Фантастики»