მზუზუ
მზუზუ (ინგლ. Mzuzu) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ქალაქი მალავიში, მალავის ჩრდილოეთი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო რეგიონის ცენტრში, ქალაქის გარშემო არსებულ ტერიტორიებზე მოჰყავთ ჩაი, ყავა და კაუჩუკოვანი მცენარეები[1]. ქალაქის სამხრეთში მდებარეობს აფრიკაში ყველაზე დიდი ხელით შექმნილი ტყე — ვიფიას ტყე[2]. ქალაქში მდებარეობს მზუზუს აეროპორტი, 1994 წელს დაარსებული მზუზუს უნივერსიტეტი და მზუზუს ცენტრალური ჰოსპიტალი, ქვეყანაში ოთხი ასეთი ჰოსპიტალიდან ერთ-ერთი.
მოსახლეობა
რედაქტირებაწელი | მოსახლეობა[3] |
---|---|
1987 | 44 217 |
1998 | 87 030 |
2008 | 175 345 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Malawi. www.africaguide.com (,). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2006-11-18.
- ↑ „Malawi: Fragile Forests“. Travel Africa Magazine (17). August, 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-22. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ World Gazetteer: Malawi: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-25. ციტირების თარიღი: 2016-01-18.