მზიარები
მზიარები (ლათ. Heliozoa) — უმარტივესთა ქვეკლასი სარკოდინების კლასისა. მათი სხეული ჩვეულებრივ სფერულია, რომელსაც ყველა მხარეს დაჰყვება სხივები — აქსოპოდიუმები. ზოგი მზიარა კაჟმიწის გარეგანი ჩონჩხით არის დაფარული. უმრავლესობა მტკნარი წყლის ან ზღვის პლანქტონური ორგანიზმია. იკვებებიან წყალმცენარეებით, უმარტივესებითა და სხვა მცენარეებით.

ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 658.