მზეთამზეს წმინდა გიორგის ეკლესია

მზეთამზეს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში. სოფლის ცენტრში, სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია 1901 წელს არის აგებული.

მზეთამზეს წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია

ტაძარი სწორკუთხა ზომის ეკლესიაა, ნაშენებია ფლეთილი ქვით კირ-ხსნარზე. კედლები შიგნიდან და გარედან შებათქაშებულია. აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადების შებათქაშებულ კედლებზე თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესია გადახურულია ორქანობიანი თუნუქის სახურავით. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გუჯარეთის ხეობაში მზეთამზეს ეკლესია გვიანი ხანის ერთადერთი ძეგლია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 113-115
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1964
  • ბერძენიშვილი დ., „ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი“, თბ., 1985
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი „გუჯარეთი“, თბ., 1987
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. I, თბ., 1936