ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეჰდი ასადულა-ოღლუ მამედოვი (აზერ. Mehdi Əsədulla oğlu Məmmədov; 1918, შუშა — 1985, ბაქო) — საბჭოთა, აზერბაიჯანელი მსახიობი, თეატრალური რეჟისორი, პედაგოგი, პუბლიცისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1974).[1]

მეჰდი მამედოვი
დაბადების თარიღი 22 მაისი, 1918
შუშა, ამიერკავკასიის დფრ
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 1985 (66 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა აზერბაიჯანის სსრ
საქმიანობა მსახიობი,
თეატრალური რეჟისორი,
საოპერო რეჟისორი,
თეატრალური პედაგოგი,
პუბლიცისტი, მთარგმნელი
აქტიური 1941—1985
დამსაქმებელი აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი
აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეჰდი მამედოვი დაიბადა ქალაქ შუშაში 1918 წლის 22 მაისს. 1936 წელს დაამთავრა ბაქოს თეატრალური ტექნიკუმის სამსახიობო განყოფილება (ამჟამად — აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი). 1941 წელს დაამთავრა გიტის-ის სარეჟისორო ფაკულტეტი (ნ. მ. გორჩაკოვის კლასი). 1941-1945 წლებში — ჯ. ჯაბარლის სახელობის კიროვაბადის დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1945—1956 წლებში — რეჟისორი, 1960‒1963 წლებში — მთავარი რეჟისორი მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანული დრამატული თეატრისა, 1956—1960 წლებში — მ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1978—1982 წლებში — ს. ვურგუნის სახელობის აზერბაიჯანის რუსული დრამატული თეატრის რეჟისორი. 1946 წლიდან მ. ა. ალიევის სახელობის აზერბაიჯანის თეატრალურ ინსტიტუტში ასწავლიდა (ამჟამად — კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) (1960 წლიდან — პროფესორი, სარეჟისორო კათედრის გამგე), 1963‒1970 წლებში — ბაქოს უნივერსიტეტში. 1971—1976 წლებში — აზერბაიჯანის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (ამჟამად თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი).

მთელი რიგი შრომების ავტორი ხელოვნების თეორიაში და ესთეტიკაში, თარგმანები.[2] გარდაიცვალა ბაქოში 1985 წლის 28 იანვარში. დასაფლავებულია საპატიო ხეივანში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეჰდი_მამედოვი“-დან