მეჯიდ ბეჰბუდალი-ოღლუ ბეჰბუდოვი (აზერ. Məcid Behbudalı oğlu Behbudov; დ. 1873, შუშა — გ. 1945, ყაზახი) — აზერბაჯანელი სახალხო მომღერალი-ჰანენდე, ყარაბაღის მუღამის სკოლის წარმომადგენელი.[1] სსრკ სახალხო არტისტის რაშიდ ბეჰბუდოვის მამა.

მეჯიდ ბეჰბუდოვი
აზერ. Məcid Behbudov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1873
დაბ. ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
წარმოშობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანი სსრ
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 1945 (72 წლის)
გარდ. ადგილი ყაზახი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ხალხური სიმღერები, მუღამი
საქმიანობა მომღერალი
მეჯიდ ბეჰბუდოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

მეჯიდ ბეჰბუდოვი დაიბადა 1873 წელს ქალაქ შუშაში. რაღაცა დროის განმავლობაში მეჩეთებში გალობდა, განსაკუთრებულ მეჯლისებზე და ქორწილებზე გამოდიოდა როგორც ჰანენდე. პირველი პერიოდი გამოდიოდა ყარაბაღში და განჯაში, შემგომ ცხოვრობდა და მუშაობდა ტიფლისში. 1910 წელს კომპანია „გრამაფონმა“ ბეჰბუდოვი მიიწვია ჩასაწერად რიგაში, სადაც მისი შესრულებითა და მეშადი ჯამილ ამიროვის თანხლებით გაკეთდა რამდენიმე მუღამის, თესნიფებისა და ხალხური სიმღერების ჩანაწერი.[1]

მეჯიდ ბეჰბუდოვი იყო გამოჩენილი შემსრულებელი ისეთი მუღამებისა როგორიცაა „მირზა ჯუსეინ სეგიახი“, „შუშტერი“, „ჩარგიახი“. მუღამებთან ერთად ის აგრეთვე კავკასიელ ხალხთა სხვადასხვა ენებზე ასრულებდა სიმღერებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანის ოპერის თეატრის განვითარებაში, გამოდიოდა 1910-იან წლებში შექმნილი მთელი რიგი მუღამური ოპერებისა და ოპერეტების პარტიების შემსრულებლად. ამასთან დაკავშირებით არსებობს ცნობები იმ დროინდელ აფიშებსა და ბეჭვდით ფურცლებზე. ამგვარად, ბეჰბუდოვი მემატიანეში დარჩა როგორც უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერებისა და ოპერეტების, ასევე, მეშადი ჯამილი ამიროვის ოპერა „სეიფალ-მოლქის“ როლების შემსრულებელი. გასტროლებზე იმყოფებოდა ირანში.

ცხოვრების უდიდეს ნაწილის განმავლობაში მეჯიდ ბეჰბუდოვი ცხოვრობდა საქართველოში. სიცოცხლის ბოლო წლები ყაზახის რაიონში გაატარა, სადაც კულტურის სახლში მუშაობით იყო დაკავებული, აღზარდა ბევრი ჰანენდე. გარდაიცვალა 1945 წლის 6 სექტემბერში ყაზახში.