მეშადი ჯამილ ამიროვი
მეშადი ჯამილ ამიროვი (აზერ. Məşədi Cəmil Əmirov; დ. 1875, შუშა — გ. 1928, განჯა) — აზერბაიჯანელი მეთარე და კომპოზიტორი, კომპოზიტორ ფიქრეთ ამიროვის მამა.
მეშადი ჯამილ ამიროვი | |
---|---|
აზერ. Məşədi Cəmil Əmirov | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1875 |
დაბ. ადგილი | შუშა |
გარდ. თარიღი | 1928 |
გარდ. ადგილი | განჯა |
ჟანრ(ებ)ი | მუღამი |
საქმიანობა | მეთარე, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | თარი |
მეშადი ჯამილ ამიროვი ვიკისაწყობში |
მეშადი ჯამილ ამირასლან-ოღლი ამიროვი დაიბადა 1875 წელს შუშაში. 1910 წელს მუსიკალურ ჯგუფთან ერთად მოწვევა მიიღო რიგიდან, კომპანია „გრამაფონიდან“. აქ მან ჩაწერა რამდენიმე მუღამი და ხალხური სიმღერა.
1911 წელს მუსიკალური განათლების მისაღებად მიემგზავრება თურქეთში. ორი წელიწადი ცხოვრობდა და სწავლობდა სტამბოლში. თურქეთში ამიროვი აზერბაიჯანული მუსიკის პროპაგანდით იყო დაკავებული. სწორედ მეშადი ჯამილის შესრულებით ნახეს თურქებმა თარზე დაკვრა. ამიროვი არის ოპერა „სეიფალმულუქის“ (1915) და მუსიკალური დრამა „პატიოსანი ქალიშვილის“ (1923) ავტორი. 1923 წელს განჯაში ჩამოაყალიბა მუსიკალური სკოლა. გარდაიცვალა 1928 წელს, დაკრძალულია აქვე.