მეძროხე ტრუპიალი
მეძროხე ტრუპიალი[1] (ლათ. Molothrus) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგის ტრუპიალისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 17–25 სმ. შეფერილობაში მუქი მურა ტონები ჭარბობს. ცნობილია 5 ან 6 სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობენ ბუჩქნარში, მეჩხერ ტყეებში, ტყისპირებსა და ნაკაფებში. იკვებებიან მწერებითა და თესლებით; ხშირად კენკავს მწერებსა და ტკიპებს მსხვილი რქოსანი საქონლის ზურგიდან (აქედან სახელწოდება). ცხოვრობენ 25–40 წევრისაგან შემდგარ ჯგუფებად, ზოგჯერ 500-ფრინველიან გუნდებად. მეძროხე ტრუპიალებს მიეკუთვნებიან დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მეტად ცნობილი პარაზიტი ფრინველები, როგორიცაა დედალი თავმურა მეძროხე ტრუპიალი (M. ater), რომელიც კვერცხს 200-ზე მეტი სახეობის ფრინველის ბუდეში დებს; რა დროსაც იგი ხშირად მასპინძლის კვერცხის ნაჭუჭებსაც აზიანებს.
მეძროხე ტრუპიალი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აბრეშუმა მეძროხე ტრუპიალი (Molothrus bonariensis) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Molothrus (Swainson, 1832) | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Иваницкий В. В. ВОЛОВЬИ ПТИЦЫ // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 653.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 84, 154, 214.