მესტვირული პოეზია
მესტვირული პოეზია — ქართული ხალხური პოეტური ჟანრი, სტვირზე დასამღერებელი თავისებური რიტმის, ხმის, ინტონაციისა და კილოს მქონე ლექსები, რომელთა საზომი 8 ან 16-მარცვლიანი შაირია. მესტვირული პოეზიისთვის დამახასიათებელია რიტმული პროზაც. მესტვირული პოეზიის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია „არსენას ლექსი“. ლექსები თემატიკურად მრავალფეროვანია: საგმირო-პატრიოტული, სოციალური, საყოფაცხოვრებო, სასულიერო და სხვა თემატიკას.
საყოფაცხოვრებო ლექსები უმთავრესად სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975;
- ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953;
- მაცაბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 599.