მესენია
მესინია (ბერძ. Μεσσηνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ნომის ჩრდილოეთით მდებარეობს მთაგრეხილი ტაიგეტოსი, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან ლაკონიას და მეინიას.
ნომი | |
---|---|
მესინია Μεσσηνία | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | Kalamata |
კოორდინატები | 37°10′00″ ჩ. გ. 22°00′00″ ა. გ. / 37.16667° ჩ. გ. 22.00000° ა. გ. |
ფართობი | 2,991 კმ² |
მოსახლეობა | 180,264 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 60,3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 272x0, 276x0 |
საფოსტო ინდექსი | 24x xx |
საავტომობილო კოდი | KM |
ოფიციალური საიტი | e-messinia.gr |
![]() | |
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალამატა.
სხვა დიდი ქალაქები:
ისტორიარედაქტირება
ძველ დროში გადმოცემით მესინია დასახლებული იყო ლელეგებით. ჰომეროსის თანახმად მესინიაში იყო ნესტორის სამეფო პილოსი. მესენიის ომების შედეგად მესენია იმყოფებოდა სპარტის მმართველობის ქვეშ. ძვ. წ. 369 წელს თებეელების სპარტაზე გამარჯვების შემდეგ მესინიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იმავე წელს იქნა დაარსებული მესინიას ახალი დედაქალაქი მესინი.ძვ. წ. I საუკუნეში მესინია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.
გეოგრაფიარედაქტირება
მთებირედაქტირება
უდიდესი მთაა — პროფიტოს ილიასი (Προφήτης Ηλίας) 2404 მ.), ტაიგეტოსის მთაგრეხილში.
მდინარეებირედაქტირება
ნომის ყველაზე დიდი მდინარეა — პამისოსი. პატარა მდინარეები: ველიკასი და ნედონასი.
ეკონომიკარედაქტირება
კალამატა — მესინიას ნომის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრია, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნავსადგური. სოფლის მეურნეობის სექტორში მთავარი ადგილი უკავია: ლეღვს, ვაზს, ფორთოხალს, ზეთისხილს და ზეთისხილის ზეთს.
მუნიციპალიტეტებირედაქტირება
პერიფერიული ერთეული მესინია იყოფა 6 მუნიციპალიტეტად.
კალამატა (1) |
მესინი (2) |
ოხალია (3) |
პილოს-ნესტორასი (4) |
ტრიფილია (5) |
დასავლეთი მანი (6) |