მერქნის მღრღნელები

მერქნის მღრღნელები (ლათ. Lyctidae) — პატარ-პატარა ხოჭოების ოჯახი. აქვთ მოგრძო, ზემოდან გაბრტყელებული სხეული. ვითარდებიან გამხმარ მერქანში, რითაც იკვებება ხოჭოც და მატლიც. ოჯახში 100-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე (პოლარულ ოლქებს გარდა). ყოფილ სსრკ-ში 6 სახეობაა, რომელთაგანაც Lyctus suturalis და Lyctus brunneus მხოლოდ კავკასიასა დაშუა აზიაში გვხვდება. მერქნის მღრღნელები აზიანებენ ნაგებობებს, ტელეგრაფის ბოძებს, ავეჯს და სხვა ადგილებს.

მერქნის მღრღნელები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  მერქნის მღრღნელები
ლათინური სახელი
Lyctidae

ლიტერატურა

რედაქტირება