მერი ვინდეიერი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ლედი მერი ელიზაბეტ ვინდეიერი (დ. 28 სექტემბერი 1836 — გ. 3 დეკემბერი 1912) — ავსტრალიელი ქალთა უფლებების დამცველი, განსაკუთრებით ქალთა საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით ახალ სამხრეთ უელსში. იგი იყო ფილანთროპი და ქველმოქმედი.[1]
მერი ელიზაბეთ ვინდეიერი | |
---|---|
დაბადების სახელი | მერი ელიზაბეთ ბოლტონი |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1836 ჰოვი, სასექსი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
3 დეკემბერი, 1912 ტომაგო, ახალი სამხრეთ უელსი |
საქმიანობა | ქალთა და ბავშვთა უფლებების დამცველი, ქველმოქმედი, კეთილდღეობის მუშაკი |
ქონება | 11,408 გირვანქა სტერლინგი |
მეუღლე(ები) | უილიამ ჩარლზ ვინდეიერი |
შვილ(ებ)ი | მარია (1859-1931), მერი ემილი (1861-1950), ვილჰელმინა (1863-1864), ჯეინი (1865-1950), მარგარეტი (1866-1839), რიჩარდი (1868-1859), უილიამ არჩიბალდი (1871-1943) |
მშობლები |
მამა: რობერტ ტორლი ბოლტონი დედა: ჯეინ მართა ბოლი |
მერი დაიბადა 1836 წლის 28 სექტემბერს ჰოვში, სასექსი, ინგლისი. ის იყო მეუფე რობერტ ტორლი ბოლტონისა და ჯეინ მართა ბოლის თერთმეტი შვილიდან ერთ-ერთი. 1839 წლის 8 აპრილს რობერტ ბოლტონმა, მისმა მეუღლემ და ექვსმა შვილმა, მათ შორის მერიმ, დატოვეს პლიმუთი და 1839 წლის 25 ივლისს ჩავიდნენ სიდნეიში, ახალ სამხრეთ უელსში.[2] ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჰექსამში, სადაც მეუფე ბოლტონი გახდა წმინდა სტეფანეს ეკლესიის მსახური.[3] 1863 წელს რობერტ ბოლტონი გახდა უკანონო შვილის მამა.[4]
1857 წლის 31 დეკემბერს მერი დაქორწინდა უილიამ ჩარლზ ვინდეიერზე,[5] რომელიც მაშინ იყო ჟურნალისტი გაზეთ ,,იმპერია"-ში, ადვოკატურისა და კანონის სფეროში. შემთხვევით, 1839 წელს, უილიამის ხელმძღვანელი, ჰენრი პარკესი, ემიგრაციაში წავიდა ახალ სამხრეთ უელსში იმავე გემით, რომლითაც მერი. უილიამსა და მერის ცხრა შვილი შეეძინათ 1859–1876 წლებში, თუმცა ერთი შვილი, ვილჰელმინა, გარდაიცვალა ჩვილობაში, 1 წლის ასაკში.[6]მერი მძიმედ ავად იყო 1874 და 1876 წლებში და ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დედამთილთან მარია ვინდეიერთან ტომაგო ჰაუსში, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ტომაგოში, ახალ სამხრეთ უელსში.
1874 წელს მერი იყო შეძლებული ქალების კლუბის წევრი, რომლებმაც დააარსეს საავადმყოფო დარლინგჰერსტში, თავდაპირველად ჩვილების სიკვდილიანობის შესამცირებლად, ჩვილებისათვის სახლის უზრუნველყოფის გზით, შემდეგ კი რეორგანიზაცია მოახდინეს უკანონო შვილების დედებზე ზრუნვის მიზნით.
1879 წელს მერი იყო პანსიონსგარე საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, მარიან ჯეფერისთან, მარიან ალენთან და მერი ისჩამ გარანთან ერთად. საზოგადოების მიზანი იყო დახმარებოდა ბავშვებს სახლების მოძებნაში სახელმწიფო ბავშვთა სახლებიდან. 1881 წელს ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ დააარსა ბავშვთა დახმარების საბჭო და მერი გახლდათ საბჭოს ერთ-ერთი პირველი წევრი.[7]
მერის და, ენ ჯეინ ბოლტონი, იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც გაიარა უმაღლესი საჯარო გამოცდა 1871 წელს, მოიგო ფეირტაქსის პრიზი საუკეთესო ქალი კანდიდატისთვის.[8] მერი იყო ქალთა კოლეჯის დაარსების ფონდის მოზიდვის კომიტეტის წევრი.[9] სერ უილიამი აქტიურად იყო ჩართული სიდნეის უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში, იყო ვიცე-კანცლერი 1883 წლიდან 1887 წლამდე, ქალთა კოლეჯის დამფუძნებელი თავმჯდომარე და კანცლერი 1895 წლიდან 1896 წლამდე.
1886 წელს მერი და უილიამი ეწვივნენ ინგლისს და დაბრუნებისას მერი დაეხმარა ქალთა მრეწველობის გამოფენის ორგანიზებას და 1888 წლის 100 წლის გამოფენას, , რომელიც იყო პირველი ფლოტის ჩამოსვლის ასი წლისთავის აღნიშვნის ნაწილი.[10]
მერი იყო ახალი სამხრეთ უელსის ქალთა ქრისტიანული ზომიერების კავშირის წევრი. როუზ სკოტთან ერთად მერი იყო ახალი სამხრეთ უელსის ქალთა ლიტერატურული საზოგადოების დამფუძნებელი, რომელიც გადაიზარდა ახალი სამხრეთ უელსის ქალთა ხმის უფლებათა ლიგაში, მერი კი გახდა ამ ფონდის პრეზიდენტი.[1] 1891 წელს იგი გახდა ლედი მერი, როდესაც უილიამს რაინდის წოდება მიანიჭეს.
მას შემდეგ, რაც უილიამი გარდაიცვალა 1897 წელს, მერი გადავიდა საცხოვრებლად ტამაგო ჰაუსში. მერი გარდაიცვალა ტომაგოში 1912 წლის 3 დეკემბერს 76 წლის ასაკში და მისი ქონება შეფასდა 11 408 გირვანქა სტერლინგად,[1] რომელიც 2016 წლის შეფასებით 1 341 088 ავსტრალიური დოლარის ეკვივალენტია.[11]
ლიტერატურა
რედაქტირება- William and Mary Windeyer in colonial New South Wales. University of Sydney. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
- William & Mary Windeyer: Law, politics and society in colonial New South Wales. Australian Scholarly Publishing.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Radi, Heather. Windeyer, Lady Mary Elizabeth (1836–1912). Australian Dictionary of Biography. Australian National University. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
- ↑ „Shipping intelligence“. The Sydney Herald. 26 July 1839. p. 2. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ St Stephen's Church of England. Monument Australia. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
- ↑ „The extraordinary clerical affiliation case“. Bell's Life In Sydney And Sporting Chronicle. 25 April 1863. p. 4. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.; „The extraordinary clerical affiliation case concluded“. Bell's Life In Sydney And Sporting Chronicle. 2 May 1863. p. 4. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ „Family Notices: Marriages“. The Sydney Morning Herald. 4 January 1858. p. 1. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ „Family Notices: Deaths“. The Sydney Morning Herald. 19 April 1864. p. 1. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ State Children's Relief Board. NSW State Archives and Records. ციტირების თარიღი: 22 November 2017.
- ↑ Knowing Women: Origins of Women's Education in Nineteenth-Century Australia. Cambridge University Press.
- ↑ „Sydney University. The Women's College“. The Sydney Morning Herald. 30 June 1928. p. 14. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ „Exhibition of Women's industries“. The Sydney Morning Herald. 4 October 1888. p. 4. ციტირების თარიღი: 22 November 2017 – წარმოდგენილია National Library of Australia-ის მიერ.
- ↑ Pre-Decimal Inflation Calculator. Reserve Bank of Australia. ციტირების თარიღი: 22 November 2017.