მერი ელიზაბეთ ბარბერი
მერი ელიზაბეთ ბარბერი (5 იანვარი, 1818 — 4 სექტემბერი, 1899) — XIX საუკუნის წარმოშობით ბრიტანელი მოყვრული მეცნიერი. ფორმალური განათლების გარეშე მან თავისი სახელი დატოვა ბოტანიკაში, ორნიტოლოგიასა და ენტომოლოგიაში. იყო აღიარებული პოეტი და მხატვარი. საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების ილუსტრატორი, რომელსაც ისეთი საზოგადოებები შეისწავლიდნენ,როგორებიც ლონდონის სამეფო ენტომოლოგიური საზოგადოება, კევის სამეფო ბოტანიკური ბაღები და ლონდონის ლინეარული საზოგადოებაა.
მერი ელიზაბეთ ბარბერი | |
---|---|
ინგლ. Mary Elizabeth Barber | |
დაბ. თარიღი | 5 იანვარი, 1818[1] [2] |
დაბ. ადგილი | უილტშირი |
გარდ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1899[1] [2] (81 წლის) |
გარდ. ადგილი | პიტერმარიცბურგი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ორნითოლოგი[3] , ენტომოლოგი[4] , ბოტანიკოსი[5] , სამეცნიერო მხატვარ-ილუსტრატორი[2] [5] , botanical collector[5] , ბუნებისმეტყველი[5] , პოეტი[5] და მხატვარი[5] |
შვილ(ებ)ი | Frederick Hugh Barber[5] და Henry Barber[5] |
ადრეული წლები
რედაქტირებამერი ელიზაბეთ ბოუკერი უილტშირში, სამხრეთ ნიუტონში, 1818 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის თერთმეტი შვილიდან მეცხრე და პირველი ქალიშვილი იყო. მამამისი საშუალო სიმდიდრის ფერმერი იყო და ბამბის წარმოების საკუთარ ბიზნესს ფლობდა. 1820 წელს სხვა მოსახლეებთან ერთად ოჯახი სამხრეთ აფრიკაში, კაპის კოლონიაში გადასახლდა იმ იმედით, რომ სამხრეთ აფრიკის მთავრობა 18 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს 100 აკრის მიწას გადასცემდნენ. ბოუკერების ოჯახმა მიწა ალბანიში გრაიამსთაუნის მახლობლად მიიღო. მისი შვილებისა და მუშებისთვის სკოლა ააშენა. ბუნების ისტორიისადმი მამის სიმპათიამ ბავშვების განათლებაზე დიდი გავლენა იქონია.
მერისა და მის ძმებს ბუნების ისტორიის სიყვარული აერთიანებდათ, თუმცა წიგნი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა ირლანდიელი ბოტანიკოსის, უილიამ ჰენრი ჰარვის 1838 წლის წიგნი The genera of South African plants, arranged according to the Natural System აღმოჩნდა. მერი მცენარეთა სტრუქტურამ და კლასიფიკაციის ლინესეულმა სისტემამ აღაფრთოვანა. მალე მერი ელიზაბეთი უილიამ ჰენრი ჰარვისთვის სამხრეთ აფრიკიდან მცენარეთა მთავარი მიმწოდებელი აღმოჩნდა და ზოგიერთი სახეობის კლასიფიკაციაშიც ეხმარებოდა. 30 წელზე მეტი ხნის მიმოწერის განმავლობაში, მან ჰარვის დაახლოებით 1000 სახეობის მცენარე გაუგზავნა შენიშვნებითურთ. ბიოლოგს ბრიტანელ ბოტანიკოს იოზეფ დალტონ ჰუკერთანაც ჰქონდა მიმოწერა.
1842 წელს ფრედერიკ უილიამ ბარბერზე იქორწინა, ანალიტიკოს ქიმიკოსზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ფერმა ჰქონდა. მათ ორი ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ. მერი ელიზაბეთ ბარბერი მოქანდაკე ივან მიტფორდ-ბარბერტონის ბებია იყო.
წვლილი
რედაქტირებაბოტანიკა
რედაქტირებაბარბერმა სამხრეთ აფრიკის ფლორისა და ფაუნის კვლევით დიდი წვლილი შეიტანა ბოტანიკაში. მცენარეთა არაერთ სახეობას სახელი მის მიხედვით ეწოდა. მან და მისმა უმცროსმა ძმამ, ნატურალისტმა ჯეიმზ ჰენრი ბოუკერმა მანამდე უცნობი არაერთი სახეობის მცენარე დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ჰერბარიუმსა და კევის სამეფო ბოტანიკური ბაღებს გაუგზავნეს.
ბარბერმა პირველმა აღმოაჩინა Aloidendron barberae, იგივე ხე-ალოე, რომელიც ბოტანიკოსმა სამხრეთ აფრიკაში, ტრანსკეიში შეაგროვა. ბარბერმა მცენარის ნიუშები და მისი ყვავილები კევის სამეფო ბოტანიკურ ბაღებს გაუგზავნა, სადაც 1874 წელს უილიამ ტარნერ თისელტონ-დიერმა (1843-1928) ბარბერის პატივსაცემად სამეცნიერო სახელი შეურჩია.
სხვა აქტივობები
რედაქტირება1850-იან წლებში ბარბერი თავის უფროს ძმას, თომას ჰოლდენ ბოუკერს ეხმარებოდა სამხრეთ აფრიკაში ქვის ხანის პირველი კოლექციებისთვის ნიმუშების თავმოყრაში. 1870-იან წლებში ბარბერმა სამხრეთ აფრიკაში ბრილიანტებისა და ოქროს აღმოჩენის შესახებ სტატიებს წერდა. არაერთ ნახატში ბრილიანტების მინდვრების სცენები აქვს ასახული.
ბოლო წლები
რედაქტირება1889 წლისთვის ბარბერმა ევროპაში სამოგზაუროდ საკმარისი თანხა შეაგროვა. პირველად კევის ბოტანიკურ ბაღებს ესტუმრა, შემდეგ კი მთელი ევროპის მასშტაბით მეცნიერ მეგობრებს ესტუმრა. გარდაიცვალა კვაზულუ-ნატალის პროვინციაში, 1899 წელს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- The Bowker Children. bowker.info (16 September 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2008. ციტირების თარიღი: 10 November 2012.
- Creese, Mary R. S.; Creese, Thomas M. (2010) Ladies in the Laboratory III: South African, Australian, New Zealand, and Canadian Women in Science – Nineteenth and Early Twentieth Centuries. Scarecrow Press. ISBN 978-0810872882.
- Cohen, Alan (2000). „Mary Elizabeth Barber: South Africa's first lady natural historian“. Archives of Natural History. 27 (2): 187–208. doi:10.3366/anh.2000.27.2.187. ISSN 0260-9541.
- Beinart, William (2008). The Rise of Conservation in South Africa: Settlers, Livestock, and the Environment 1770–1950. Oxford University Press, გვ. 117. ISBN 978-0199541225.
- (2000) Women Marching Into the 21st Century: Wathint' Abafazi, Wathint' Imbokodo. Human Sciences Research Council, გვ. 225. ISBN 978-0-7969-1966-3.
- Johnson, S. D (Nov–Dec 2009). „Darwin's Legacy in South African Evolutionary Biology“. South African Journal of Science. 105 (11–12): 403–409. ISSN 0038-2353.
- Barber, M. E. (1877). „IV. On the peculiar Colours of Animals in relation to Habits of Life“. Transactions of the South African Philosophical Society. 1 (2): 27–45. doi:10.1080/21560382.1877.9526124. ISSN 2156-0382.
- Wallace, A. R. (1877). „Colours of animals and plants“. MacMillans Magazine. 36 (215): 384–371.
- Deacon, Hilary John; Deacon, Janette (1999) Human Beginnings in South Africa: Uncovering the Secrets of the Stone Age. New Africa Books, გვ. 2–3. ISBN 978-0864864178.
- Mary Elizabeth Barber, pioneer naturalist, dies. South African History Online (2011-03-16). ციტირების თარიღი: 10 November 2012.
- Harvey, William Henry (1838). The genera of South African plants: arranged according to the natural system. Cape Town: A.S. Robertson.
- Darwin, Charles (2006). The Correspondence of Charles Darwin: 1821-1836, Correspondence of Charles Darwin. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-85931-8.
- ↑ 1.0 1.1 Biographies of the Entomologists of the World — Senckenberg German Entomological Institute.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ https://blogs.scientificamerican.com/extinction-countdown/mrs-barbers-beauty/
- ↑ https://www.sahistory.org.za/dated-event/mary-elizabeth-barber-pioneer-naturalist-dies
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 COHEN A. Mary Elizabeth Barber: South Africa's first lady natural historian // Arch. Nat. Hist. — EUP, 2000. — Vol. 27, Iss. 2. — P. 187–208. — ISSN 0260-9541; 1755-6260 — doi:10.3366/ANH.2000.27.2.187