მერი არჩერი
დემი მერი დორინ არჩერი (ინგლ. Mary Archer; დ. 22 დეკემბერი, 1944, ინგლისი, სარის საგრაფო) — ბრიტანელი მეცნიერი, სპეციალობით მზის ენერგიის გარდაქმნაში.
მერი არჩერი | |
---|---|
მერი დორინ ვიდენი | |
დაბ. თარიღი | 22 დეკემბერი, 1944 |
დაბ. ადგილი | სარის საგრაფო, ინგლისი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ქიმიკოსი და მეცნიერი[1] |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოქსფორდის უნივერსიტეტი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი |
მეუღლე | Jeffrey Archer[2] |
მამა | Harold Norman Weeden[3] |
შვილ(ებ)ი | William Harold Archer[3] და James Archer[3] |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი[4] და Melchett Medal |
სამეცნიერო სფერო | ქიმია, მზის ენერგიის გარდაქმნა |
ახალგაზრობა და განათლება
რედაქტირებამერი ვედენი დაიბადა ეფსომში, სარის საგრაფოში 1944 წლის დეკემბერში. მამისი იყო ჰაროლდ ვეიდენი პროფესიით ბუღალტერი [5] და დედა დორინ კოქსი, ის იყო მათი უმცროსი ქალიშვილი. მისმა მშობლებმა 1937 წელს იქორწინეს [6].მერი ვედენი ჩელტენჰემის ქალთა კოლეჯში სწავლობდა, მანამდე სანამ ოქსფორდის წმინდა ანას კოლეჯში ქიმიის შესწავლას დაიწყებდა. მან ასევე განათლება მიიღო ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში - სადოქტორო პროგრამა ფიზიკურ ქიმიაში [7].
კარიერა
რედაქტირებაოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ, მერი ვედენი მუშაობდა სამეცნიერო მკვლევარად სერ ჯორჯ პორტერის ხელმძღვანელობით ლონდონის სამეფო ინსტიტუტში. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა იგი ფოტოელექტროქიმიით, სწორედ ამ თემაზე მას არაერთი ნაშრომი ეკუთვნის, აგრეთვე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კითხულობდა ლექციებს.
1970-იანი წლების შუა პერიოდში იგი დაინიშნა მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოში [5]. 1976–1986 წლებში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის, ნიუჰემისა და ტრინიტის კოლეჯების ქიმიის ლექტორი [8]. 1984–1991 წლებში იყო კემბრიჯის მუზეუმის დირექტორი. 1988 წელს მერი არჩერი შეუერთდა სადაზღვევო კომპანიის ლოიდის საბჭოს, შემდეგ წელს გახდა ლოიდის გაჭირვების კომიტეტის თავმჯდომარე [5].
1988 წლიდან 2000 წლამდე მერი არჩერი იყო ეროვნული ენერგიის ფონდის თავმჯდომარე, რომელიც ხელს უწყობს შენობებში ენერგიის გამოყენების გაუმჯობესებას. მოგვიანებით თავადვე გახდა მისი პრეზიდენტი და ამჟამად მისი მფარველია [9]. მერი არჩერი აგრეთვე არის გაერთიანებული სამეფოს მზის ენერგიის საზოგადოების პრეზიდენტი, მასვე 2002 წელს მიენიჭა ინსტიტუტის მელშეტის მედალი [8].
მან დაწერა და მონაწილეობა მიიღო მზის ენერგიის სხვადასხვა მოცულობის მუშაობაში, მათ შორის გამოსარჩევია: მზის ენერგიის გარდაქმა ფოტოქიმიური და ფოტოელექტროქიმიური მიდგომებით, რომელთა დაწერას 15 წელი დასჭირდა.
1994 წელს ლედი არჩერი იყო „Anglia Television“-ის აღმასრულებელი დირექტორი. ლონდონის საფონდო ბირჟისგან მიღებული ცნობების შემდეგ, 1994 წლის 8 თებერვალს ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტმა დანიშნა ინსპექტორები, რათა შეესწავლათ გარკვეული პირების, მათ შორის მისი მეუღლის შესაძლო დარღვევები, თუმცა მათი ბრალეულობა გამოძიებით არ დადგინდა [10].
მერი არჩერი 2012 წლამდე 10 წლის განმავლობაში იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰოსპიტალსის „NHS Foundation Trust“–ის თავმჯდომარე. უფრო ადრე კი იყო ადენბრუკის საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი (1993–1999).
2005-2008 წლებში მერი არჩერი ხელმძღვანელობდა „NHS“-ის მიერ დაფინანსებულ ინიციატივას, პროსტატის ლოკალიზებული სიმსივნით პაციენტებისთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალებების შესაქმნელად.
2007 წელს მას მიენიჭა ირლანდიის ქიმიის ინსტიტუტის [8] ევა ფილბინის პრემია.
წლების განმავლობაში მერი არჩერი ხელმძღვანელობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის პარტნიორების დამფუძნებელთა საბჭოს.
2020 წლის 24 თებერვალს დემი მერი დაინიშნა ბუკინგემის უნივერსიტეტის კანცლერად [11].
ჯილდოები
რედაქტირებამერი არჩერი 2012 წლის დედოფალ ელისაბედ II-ის საუბილეო საპატიო სიაში, არჩეული იქნა დეიმ მეთაურად და დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, ეროვნული ჯანდაცვის სიტემაში გაწეული ღვაწლისათვის [12].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ 3.0 3.1 3.2 Lundy D. R. The Peerage
- ↑ The London Gazette — 2012. — გამ. 60173. — გვ. 6.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Rustin, Susanna (23 October 2015). „Dame Mary Archer interview: 'To me everything has to work round family, and fortunately it has'“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 31 October 2015.
- ↑ Index entry: Weeden, Harold N., spouse: Cox, registration entry: Surrey Mid. E., volume/page: 2a/628. Transcription of official national marriages registers compilation for England and Wales 1835-1983. ONS. ციტირების თარიღი: 20 December 2016.
- ↑ Maguire, Kevin (20 July 2001). „Why Mary has stood by her man“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 28 April 2012.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Speaker Profile: Dame Mary Archer. Speakers for schools. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 November 2015.
- ↑ National Energy Foundation welcomes new Chair. National Energy Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 20 April 2017.
- ↑ Watt, Nicholas (30 October 1999). „Archer's share deal under scrutiny again“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 31 October 2015.
- ↑ Dame Mary Archer appointed new Chancellor of the University of Buckingham (23 January 2020). ციტირების თარიღი: 7 April 2020.
- ↑ „Queen's Birthday Honours: Mary Archer made Dame“. BBC News. 16 June 2012. ციტირების თარიღი: 6 November 2015.