მერი-დელ ჩილტონი
მერი-დელ ჩილტონი (ინგლ. Mary-Dell Chilton ; დ. 2 თებერვალი, 1939, ინდიანაპოლისი, ამერიკის შეერთებული შტატები ) — ამერიკელი მეცნიერი ბიოტექნოლოგიის დარგში. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ჯგუფს პირველი ტრანსგენური მცენარის შესაქმნელად. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1985), რანკის პრიზის (1986), ბენჯამინ ფრანკლინის მედლის (2002) და მსოფლიო სასურსათო პრიზის (2013) მფლობელი. შეყვანილია ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზში (აშშ) (2015).
მერი-დელ ჩილტონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 თებერვალი, 1939[1] (85 წლის) |
დაბ. ადგილი | ინდიანაპოლისი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბიოლოგი[2] და გენეტიკოსი[2] |
მუშაობის ადგილი | სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი[1] , Syngenta[2] [1] და ვაშინგტონის უნივერსიტეტი[1] |
ალმა-მატერი | ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში[3] [1] |
ჯილდოები | World Food Prize[1] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი[4] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[1] , Women in Technology Hall of Fame[2] , ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი და ჯონ სკოტის მედალი[5] |
ბიოგრაფია
რედაქტირებამერი-დელ ჩილტონმა 1967 წელს დაამთავრა ილინოისის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1977 წელს მუშაობდა სიეტლში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად. ამ დროს ჩაერთო კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ მცენარეების გვირგვინზე წარმომქმნელ აერობულ ბაქტერიებს (Rhizobium radiobacter), შეუძლიათ მცენარეთა უჯრედების ტრანსფორმირება და მათი გენეტიკური მასალის შემოტანა, რაც იწვევს მცენარეზე პათოლოგიური ორგანიზმების ზრდას. კერძოდ, Ti-პლაზიდების გენომის მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტი ინტეგრირებულია მცენარეთა ქრომოსომების გენომში. ამ ფრაგმენტს ეწოდა T-DNA .
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერიტეტის ბიოლოგიის ასისტენტ პროფესორი იყო, იგი ჩაერთო ამ პროცესის გამოყენების ხერხის შემუშავებაში. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ ენდრიუ ბინსთან ერთად, მათ შექმნეს პირველი ტრანსგენური (გენმოდიფიცირებული) მცენარე. [6] დოქტორმა ჩილტონმა 1983 წელს მაიამის ზამთრის ბიოქიმიის სიმპოზიუმზე განაცხადა ორ სხვა სამეცნიერო ჯგუფთან ერთად გარღვევის შესახებ. იმ დროს ჩილტონი იყო ერთადერთი ქალი მეცნიერი, რომელიც მონაწილეობდა სიმპოზიუმში. [7]
დოქტორმა ჩილტონმა თავისი კორპორატიული კარიერა 1983 წელს დაიწყო CIBA-Geigy Corporation-ში (ახლანდელი Syngenta), როგორც ბიოტექნოლოგიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორმა. მან გააერთიანა სამეცნიერო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დააკომპლექტა გუნდი და მოაწყო ლაბორატორია. [7] მისი ხელმძღვანელობით, Syngenta გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მოახდინა სიმინდის ბიოტექნოლოგიური თვისების (Bt) კომერციალიზაცია. მისმა კვლევამ Syngenta-ში განაპირობა მწერების და დაავადებების წინააღმდეგობის გაწევისა და [8] გარემო პირობების მოთმენის უნარის გაუმჯობესება.
2011 წელს American Crop Society-მა მმერი ჩილტონს საპრეზიდენტო ჯილდო გადასცა.
2013 წლის ივნისში იგი დასახელდა 2013 წლის პრესტიჟული მსოფლიო სურსათის პრიზის ლაურეატად.
2015 წელს ჩილტონი შეიყვანეს ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზში. 2020 წელს ის იყო ერთ-ერთი იმ რვა ქალიდან, რომლებიც წარადგინეს სმიტსონის ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე "მარტო ოთახში."
ჩილტონი აღიარებული იყო მცენარეთა ბიოლოგთა ამერიკის საზოგადოების ერთ-ერთ პირველ წევრად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წელს ჩილტონს გადასცა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი.
დოქტორი ჩილტონი პენსიაზე გავიდა 2018 წელს. [9] თავისი მრავალი მიღწევის პატივსაცემად, Syngenta-მ 2002 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე Research Triangle Park-ში შექმნა მერი-დელ ჩილტონის ცენტრი .[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 https://www.invent.org/inductees/mary-dell-chilton
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 http://www.witi.com/center/witimuseum/halloffame/189100/Mary-Dell-Chilton,-Ph.D.-Principle-Syngenta-Fellow-Syngenta/
- ↑ https://www.lib.ncsu.edu/findingaids/mc00376
- ↑ https://www.syngenta-us.com/biotechnology/mary-dell-chilton
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/1951-2010.html
- ↑ 6.0 6.1 Mary-Dell Chilton: The Queen of Agrobacterium. Syngenta. ციტირების თარიღი: 2023-11-03.
- ↑ 7.0 7.1 Mary-Dell Chilton, 1939 -. National Museum of American History. ციტირების თარიღი: 2023-11-03.
- ↑ USDA Honors Scientist. Syngenta. ციტირების თარიღი: 2023-11-03.
- ↑ Innovator in Modern Plant Biotechnology. Syngenta. ციტირების თარიღი: 2023-11-03.