მერიჰათორი
მერიჰათორი ან მერიტ-ჰათორი[1] — ძველი ეგვიპტის მეათე დინასტიის ფარაონი პირველი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. იგი განიხილება, როგორც დინასტიის ფუძემდებელი. მას უნდა დაეწყო მეფობა ძვ. წ. 2130 წელს[2][1]. მისი სახელი არ არის მოხსენიებული ტურინის მეფეთა სიაში, მაგრამ ჯეჰუტინახტ II-მ ჰერმოპოლისის ნომარქმა, შეუკვეთა მელნის გრაფიტი, რომელშიც მოხსენიებული იქნებოდა მერიჰათორი. აქამდე მხოლოდ ეს არის მისი მეფობის დამადასტურებელი საბუთი[3].
მერიჰათორი | |
---|---|
მერიტ-ჰათორი, მერი-ჰათორი | |
ფარაონი | |
მეფობა | დაახ. ძვ.წ. 2130 (X დინასტია) |
წინამორბედი | უცნობია (მეცხრე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი) |
მემკვიდრე | ნეფერკარა VIII |
არსებობს დავა მის სახლთან დაკავშირებით: რადგანაც „ჰათორის“ ნიშანი ნაწილობრივ დაზიანებულია, ზოგიერთი ავტორი, მათ შორის ედუარდ ბროვარსკი[4], მიიჩნევს, რომ მისი ნამდვილი სახელი შესაძლოა იყოს მერიბრი, რომელიც ერთგვარად უფრო ახლოსაა მემფისის ტრადიციასთან. გარდა ამისა, ზოგიერთი ეგვიპტოლოგი, რომელიც მხარს უჭერს ალტერნატიულ აზრს და მერიჰათორს აიგივებს თავის მემკვიდრესთან ნეფერკარა VIII-სთან. არ არის გასაკვირი, რომ ფარაონი ნეფერკარა-მერიბრი ჩაითვალოს დინასტიის ფუძემდებლად[5].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Jean Vercoutter, L'Egypte jusq'à la fin du Nouvel Empire, in Pierre Lévêque, Le premieres civilisations, Paris, Presses Universitaires de France, 1987, p. 143.
- ↑ William C. Hayes, in The Cambridge Ancient History, vol 1, part 2, 1971 (2008), Cambridge University Press, ISBN 0-521-077915, p. 996.
- ↑ William C. Hayes, op. cit., p. 470.
- ↑ Royal Titulary of Mery... on Eglyphica.net (search in the Tenth dynasty)
- ↑ Nicolas Grimal, A History of Ancient Egypt, Oxford, Blackwell Books, 1992, p. 141.
მერიჰათორი
| ||
წინამორბედი: უცნობია |
ეგვიპტის ფარაონი დაახ. ძვ.წ. 2130 |
შემდეგი: ნეფერკარა VIII |