მერების შეთანხმება

მერების შეთანხმება[1]ევროკავშირის მიერ ინიციირებული ინიციატივა, რომელიც მოიცავს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას, რომლებიც ნებაყოფლობით მუშაობენ ენერგიის ეფექტურობის ზრდასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე თავიანთ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერების მიზანია CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირება 2020 წლითვის, რითაც წვლილი შეაქვთ მწვანე ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მერების შეთანხმება თავდაპირველად ინიციირებულ იქნა 2008 წელს ევროპის კომისიის მიერ, რომ დახმარება გაწეოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის ამოცანების განვითარებასა და განხორციელებაში. მისი მიდგომა და მეთოდები შემდგომ გამოყენებულ იქნა ევროკავშირის საზღვრების მიღმა, რომელსაც შეუერთდნენ ისიეთი ქვეყნები, როგორიცაა არგენტინა და ახალი ზელანდია.

მისი უნიკალური მახასიათებლების გამო - რადგან ის წარმოადგენდა ერთადერთ მოძრაობას, რომელიც ახორციელებდა ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული მონაწილეების მობილიზაციას ენერგიისა და კლიმატის ამოცანების გადასაჭრელად - ევროკავშირი მერთა შეთანხმებას ახასიათებს როგორც მრავალ დონიანი მმართველობის განსაკუთრებული მოდელს.

მერთა შეთანხმების ხელმომწერი მხარეები

რედაქტირება

ყველა ზომის ადგილობრივი ხელისუფლება - პატარა სოფლებიდან დედაქალაქების ჩათვლით, დიდი მეტროპოლიტენები, როგორიცაა კიევი, ლონდონი, პარიზი ან თბილისი უფლებამოსილები არიან ხელი მოაწერონ მერთა შეთანხმებას.

ადგილობრივი მთავრობა მნიშვნელოვან როლს თანაშობს კლიმატის ცვლილების გავლენის შემსუბუქებაში განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენერგიის მოხმარების და CO2-ის ემისიების 80% ასოცირებულია ურბანულ ქმედებებთან. ეროვნული მთავრობების მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში ადგილობრივი მთავრობებიც აგრეთვე იდეალურ მდგომარეობაში არიან, რომ შეცვალონ მოქალაქების ქცევა და მოაგვარონ კლიმატსა და ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები ყოვლისმომცველი სახით, საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების ნდობის მოპოვებით და მდგრადი ენერგიის საკითხების განვითარების მთლიან მიზნებთან ინტეგრირებით.

მერების შეთანხმებაზე ხელის მოწერა წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას უზრუნველყოს გარემოებითად, სოციალურად და ეკონომიკურად სტაბილური გარემო მისი მოქალაქეებისთვის, გააძლიეროს CO2-ის შემცირების ძალისხმევები, რომელიც გამოყენებულია მათ ტერიტორიაზე და მიიღოს სარგებელი ევროპული და საერთაშორისო მხარდაჭერის, აღიარებისა და საუკეთესო გამოცდილებისაგან.

ფორმალური ვალდებულებები

რედაქტირება

მერების შეთანხმების მასშტაბი უბრალო განცხადებებისა და განზრახვების ფარგლებს სცილდება. ენერგიასა და CO2-ის შემცირებასთან დაკავშირებული მიზნების დასაკმაყოფილებლად ხელმომწერი მხარეები დგამენ მთელ რიგ ნაბიჯებს და თანახმანი არიან წარმოადგინონ ანგარიშები და ეთანხმებიან მათი ქმედებების კონტროლის გაწევას. ისინი იღებენ ფორმალურ ვალდებულებას შეასრულონ ქვემოთ მითითებული წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.

  • ემისიის საწყისი აღწერის მომზადება და მდგრადი ენერგიის ადგილობრივი პოლიტიკის მიღება;
  • ადეკვატური ადმინისტრაციული სტრუქტურების განვითარება, მათ შორის საკმარისი ადამიანური რესურსების გამოყოფა შესაბამისი ქმედებების მეშვეობით პოლიტიკის განსახორციელებლად.
  • მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმის ჩაბარება მერების შეთანხმების ინიციატივის შეერთებიდან ერთ წელიწადში. მათ შორის კონკრეტული ზომების მიღება, რომელიც გამოიწვევს CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას 2020 წლისთვის საწყის წელთან შედარებით.
  • შეფასების, მონიტორინგის და შემოწმების მიზნით განხორციელების ანგარიშის ჩაბარება მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმის ჩაბარებიდან ყოველ მეორე წელიწადს.

განავითაროს ენერგიის მართვის საკუთარი სიმძლავრე და განახორციელოს ადგილობრივი დაინტერესებული პირების მობილიზაცია მდგრადი ენერგიის განვითარების გეგმის შემუშავებაში. მონაწილეები აგრეთვე იღებენ ვალდებულებას განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

  • გამოცდილების და ნოუ-ჰაუს გაზიარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
  • ადგილობრივი ენერგიის დღეების ორგანიზებება, რომ გაიზარდოს მოქალაქეების ცნობიერება მდგრადი განვითარებისა და ენერგიის ეფექტურობის შესახებ
  • დაესწროს და წვლილი შეიტანოს მერების შეთანხმების ყოველწლიურ ცერემონიას, თემატურ ვორქშოფებს და სადისკუსიო ჯგუფების შეხვედრებს.
  • შეთანხმების მესიჯის გავრცელება ფორუმზე და სხვა მერების წახალისება, რომ ისინიც შეუერთდნენ შეთანხმებას.

მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმა

რედაქტირება

ენერგიისა და კლიმატის ამბიციური მიზნების მიღწევისა და გადაჭარბების მიზნით მერების შეთანხმების მონაწილეები იზრუნებენ მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმის (SEAP) შემუშავებაზე ინიციატივის შეერთებიდან ერთი წლის განმავლობაში. ეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მუნიციპალური საბჭოს მიერაა დამტკიცებული, უთითებს იმ ქმედებებსა და ზომებზე, რომელიც წინასწარ იყო განჭვრეტილი მონაწილეების მიერ დადგენილ ვადებსა და პასუხისმგებლობების ფარგლებში მათი ვალდებულებების შესასრულებლად.

სხვადასხვა სახის ტექნიკური და მეთოდოლოგიური დამხმარე მასალა (მათ შორის „SEAP-ის სახელმძღვანელო“ და ნიმუში, ანგარიშები არსებულ მეთოდოლოგიებისა და ხელსაწყოების შესახებ და ა.შ) გვთავაზობს პრაქტიკულ დირექტივებსა და რეკომენდაციებს SEAP-ის განვითარების მთლიანი პროცესის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების პრაქტიკული გამოცდილებისა და ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით მხარდაჭერის ეს პაკეტი აწვდის შეთანხმების მონაწილეებს ძირითად პრინციპებს და ნაბი-ნაბიჯი მიდგომას. ყველა დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.eumayors.eu ვებგვერდის ბიბლიოთეკიდან.

კოორდინაცია და მხრდაჭერა

რედაქტირება

შეთანხმების კოორდინატორები და მხარდამჭერები

რედაქტირება

შეთანხმების მონაწილეებს ყოველთვის არ გააჩნიათ ადეკვატური სიმძლავრეები (ორგანიზაციული სტრუქტურა, პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, ფონდები, მონაცემთა ბაზები, სტატისტიკა, მეთოდოლოგიები, ხელსაწყოები და სხვა რესურსები) ემისიის საწყისი აღწერის მოსამზადებლად, ადგილობრივი მდგრადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული დრაფტის გასავითარებლად, სამოქმედო გეგმაში მითითებული ქმედებების დასაფინანსებლად და მისი შედეგებისთვის მონიტორინგის გასაწევად. აქედან გამომდინარე ეროვნულ ორგანოებს, პროვინციებს, რეგიონებს, ქსელებს და მუნიციპალიტეტის ჯგუფებს, აგრეთვე ფინანსურ დონორებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი როლი მონაწილეებისთვის დახმარების გაწევაში, რომ მათ პატივი სცენ მათ ვალდებულებებს.

შეთანხმების კოორდინატორები წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მთავრობის სხვადასხვა დონეებიდან (ეროვნული, რეგიონალური, პროვინციული), რომლებიც უზრუნველყოფენ სტრატეგიულ დირექტივებს ხელმომწერებისთვის. ასევე ისინი უზრუნველყოფენ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმის გასავითარებლად და განსახორციელებლად. კომისია ასხვავებს „ტერიტორიულ კოორდინატორებს“, რომლებიც ქვეეროვნული დეცენტრალიზებულ ხელისუფლებას წარმოადგენენ, მათ შორის პროვიციებს, რეგიონებს და „ეროვნულ კოორდინატორებს“, რომელიც ეროვნულ საჯარო ორგანოებია, მაგალითად როგორიც ენერგეტიკის ეროვნული სააგენტოები და სამინისტროები, რომლების პასუხისმგებლები არიან ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარებაზე.

შეთანხმების მხარდამჭერები არიან საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონალური ქსელები და ასოციაციები, რომლებიც ახორციელებენ მათს ლობირებას, კომუნიკაციას და ქსელის ქმედებებს, რომ ხელი შეუწყონ მერების შეთანხმების ინიციატივას და მხარს უჭერენ მისი ხელმომწერების ვალდებულებებს.

მერების შეთანხმების ოფისი

რედაქტირება

შეთანხმების ხელმომწერებს და დაინტერესებულ მხარეებს პრომოუშენულ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დახმარებას ყოველდღიურად უწევს მერების შეთანხმების ოფისი. მთავარი სამდივნო მოთავსებულია ბრიუსელში (ბელგია), ორი დამატებითი ოფისი მდებარეობს ლვოვსა (უკრაინა) და თბილისში (საქართველო), რომლებიც დახმარებას უწევენ აღოსავლური პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ ხელისუფლებაებს. ბრიუსელის სამდივნოს, ლვოვისა და თბილისის ფილიალებს მართავს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ქსელისა და ეროვნული ორგანოების კონსორციუმი. მერების შეთანხმების ბიუსელის ოფისი პასუხისმგებელია ინიციატივის მთლიან კოორდინაციაზე.

ევროგაერთიანების დაწესებულებები

რედაქტირება

ხელმომწერების მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მხარდასაჭერად ევროკომისიამ განავითარა ფინანსური საშუალებები, რომლებიც მიმართულია მერების შეთანხმების მონაწილეებისაკენ, რომელთა შორისაცაა ევროპის ადგილობრივი ენერგის მხარდაჭერა (ELENA), რომელიც ევროპული ინვესტიციის ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნნა დიდი მასშტაბის პროექტებისთვის და ELENA-KfW, რომელიც German Group KfW-სთან (გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი) პარტნიორობით შეიქმნა, გვთავაზობს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომ განხორციელდეს მცირე და საშუალო ზომის მუნიციპალიტეტების მდგრადი ინვესტიციების მობილიზაცია ევროპაში. ELENA-East, რომელიც მალე ამოქმედდება, უზრუნველყოფს ხელმომწერების დახმარებას უკრაინიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ევროკომისიასთან ერთად, შეთანხმება სარგებელს იღებს სრული ინსტიტუციონალური მხარდაჭერიდან, მათ შორის რეგიონების კომიტეტებიდან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ინიციატივას მისი დასაწყისიდან; აგრეთვე ევროპული პარლამენტიდან, სადაც ტარდება შეთანხმების ხელმომწერების წლიური შეხვედრები და ხელმოწერის ცერემონიალები; და ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ ხელიფუფლებას მათი საინვესტიციო პოტენციალის გახსნაში.

ერთობლივი კვლევითი ცენტრი

რედაქტირება

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი პასუხისმგებელია ინიციატივისთვის ტექნიკური და მეცნიერული მხარდაჭერის გაწევაზე. ის მჭიდროდ მუშაობს მერების შეთანხმების ოფისთან, რომ ხელმომწერებს მიაწოდოს გასაგები ტექნიკური დირექტივები და ნიმუშები, რომ დახმარება გაუწიონ მერების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-26. ციტირების თარიღი: 2012-09-28.