მერაბ სამადაშვილი

მერაბ სამადაშვილი (დ. 11 ოქტომბერი, 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1999, 2004, 2008) წევრი.

მერაბ სამადაშვილი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1964 (1964-10-11) (60 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1981-1988 წლებში მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სალიანდაგო სამსახურში. 1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში. 1991-1999 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი . 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 23,94% მიიღო (20 266 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება