მერაბ ენდრონიკაშვილი
მერაბ ერასტის ძე ენდრონიკაშვილი — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი სამხედრო მოღვაწე, თავადი.
1724 წელს თავის ძმა ჯავახთან (გარსევანი, რუსეთში — გერასიმე) ერთად ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. 1725 წელს ძმებმა ენდრონიკაშვილებმა ოთარ ჩოლოყაშვილთან ერთად თხოვნით მიმართეს რუსეთის მთავრობას მათთვის კასპიისპირეთში ახლადდაარსებულ წმინდა ჯვრის სიმაგრეში (ახლანდ. სოფ. ბაბაიურტი, დაღესტანი) დასახლების უფლება მიეცა. 1738 წელს ენდრონიკაშვილები ქართველ ჰუსართა პოლკში ჩაირიცხნენ. 1741 წელს კაპიტანმა მერაბ ენდრონიკოვმა რუსეთის ხელისუფლებისგან შვილებთან ერთად სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო.
პაპუნა ორბელიანის მიხედვით, 1748 წელს მერაბ ენდრონიკაშვილისა და მისი 60 კახი მეომრისთვის მეფე ერეკლე II-ს აბდულა-ბეგის დამარცხების შემდეგ გათავისუფლებული ნარიყალას ციხე ჩაუბარებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- სიხარულიძე, ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991. — გვ. 102, 106.
- პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბ., 1981.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 5.
- Гамрекели, В. П. Документы по взаимоотношениям Грузии с Северным Кавказом в XVIII в., Тб., 1968 г. — с. 27, 108.
- Гребельский, П. Х., Думин, С. В., Лапин В. В., Дворянские роды Российской империи, т. 4: Князья Царства Грузинского, М., 1998. — с. 118.