მერაბ ანთაძე
მერაბ ანთაძე (დ. 4 აგვისტო, 1952, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვის რესპუბლიკაში 2014 წლის მაისის თვიდან დღემდე.[1]
მერაბ ანთაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1952 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებლები |
შვილ(ებ)ი | 3 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1991–1997 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; 1997–1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად; 1998 წლიდან 2006 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2002 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2006 წლის 21 ივლისს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხებში; 2007 წლის ივლისიდან კვლავ დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2007–2008 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.[2] 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია „სუამში“.[3]
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის შორის. moldova.mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2019.
- ↑ დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია. Ukraine.mfa.gov.ge. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2019.
- ↑ პრეზიდენტმა მოლდოვასა და საუდის არაბეთში ელჩები დანიშნა. Tabula.ge (25 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2019.