მერაბ აბრამიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბრამიშვილი.

მერაბ აბრამიშვილი (დ. 16 მარტი, 1957 — გ. 22 ივნისი, 2006) — ქართველი მხატვარი, რომლის შემოქმედებაც მძაფრად გამოკვეთილი ინდივიდუალური სტილითა და ნარატივით ხასიათდება.[1]

მერაბ აბრამიშვილი

1974 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 1972–1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით. სადიპლომო ნამუშევარი „ამირანის ეპოსი“, ილუსტრაციები (ხელმძღვანელი თ.ყუბანეიშვილი).

მხატვრის შემუშავებული ტექნიკა მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს. ნამუშევრებში ნებისმიერი გამოსახულება იძენს სიმბოლოს ღირებულებას, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლობასა და აბსტრაქციას.[2]მერაბ აბრამიშვილი ხელოვანების ოჯახში იზრდებოდა - მამა ხელოვნებათმცოდნე იყო და ხშირად ატენის სიონის ფრესკების სანახავად დაჰყავდა, რაც მომავალში ხელოვანის შთაგონების წყაროდ და მისი სტილის განმსაზღვრელად იქცა.[1]

მუშაობდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში ხატვის მასწავლებლად, იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1988–2006). 2006 წლის 22 ივნისს მხატვარი მერაბ აბრამიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

2020 წლის დეკემბერში მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები, 1998 წელს შექმნილი „ედემის ბაღი“ და „კუმაონის კაციჭამიას“ Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. [2]

ნახატების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. ნამუშევრების უმეტესობა კი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციონერების მფლობელობაშია.[2]

გამოფენები

რედაქტირება
  • 1988–90 — თბილისი, მხატვრების სახლი
  • 1989 — ვარშავა
  • 1990 — პარიზი
  • 1993 — Artforum Gallery, Hanover
  • 1994 — „Orient Gallery“, თბილისი, პერსონალური გამოფენა
  • 1995 — „TMS“ Gallery, თბილისი
  • 1996 — Zeidel Gallery, Cologne
  • 1995–99 — თანამედროვე მხატვრობის გალერეა, თბილისი
  • 2004 — პერსონალური გამოფენა „Baia“ Gallery, თბილისი
  • 2005 — პერსონალური გამოფენა „TMS“ Gallery, თბილისი
  • 2012 — 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ახალ გალერეაში“
  • 2016 — გამოფენა ზურაბ წერეთლის მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება